ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, July 22, 2009

US F1-ს მანქანა ოქტობმერში მზად ექნება

US F1

22 ივლისი

მომავალი სეზონისთვის გამალებით ემზადება ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ახალწვეული, ამერიკული გუნდი US F1, რომელსაც, მისი ხელმძღვანელობის განცხადებით, ბოლიდი მზად ოქტომბრის ბოლოს ექნება. გუნდის შეფი კენ ანდერსონი აცხადებს, რომ სარბოლი ავტომობილის კონცეპცია უკვე შემუშავებულია და ძრავის მახასიათებლების დაზუსტების შემდეგ, მისი აწყობა დაიწყება.

”ყველაფერი მზად გვაქვს იმისათვის, რომ შასის აგება დავიწყოთ. მისი განვითარება დროებით შევაჩერეთ, რადგან ”კოსუორტისგან” ძრავის მახასიათებლების დაზუსტებას ველოდებით. შასის მომზადებას აგვისტოში დავიწყებთ. ამისთვის ყველაფერი მზად გვაქვს. ის ბორბლებზე ერთ თვეში დადგება, შემდეგ კი მანქანის ტანის დამზადებას შევუდგებით, რომელსაც აეროდინამიკური გამოცდები უკვე გავლილი აქვს. ვფიქრობთ, რომ ოქტომბერში მანქანა მზად გვექნება”, - ამბობს ანდერსონი.

ამერიკული გუნდის შეფის თქმით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ US F1-ის განაცხადი ოფიციალურად დაამტკიცა. ამან გუნდს საჭირო დანადგარების შეძენის საშუალება მისცა. ასევე დაიწყო თანამშრომელთა აყვანის პროცესი.

”სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონატში მონაწილეობის ვიზა მივიღეთ. მანამდე ჩვენ არ შეგვეძლო ხარჯების გაწევა, რადგან განაცხადის მიუღებლობის შემთხვევაში, მინიმუმ 5 მილიონ დოლარს ვიზარალებდით. ამ ეტაპზე, შტატში მხოლოდ 20 კაცი გვყავს, მალე კიდევ რამდენიმეს ავიყვანთ. ახლა ისეთი პროფესიონალები გვჭირდება, რომლებსაც ურთულეს დანადგარებთან მუშაობა შეუძლიათ. მაგრამ სანამ დანადგარებს შევიძენდით, თავს ასეთი პროფესიონალების მოცდენის უფლებას ვერ მივცემდით. მოკლედ, განვითარების კვალობაზე გუნდიც გაიზრდება და წინასასეზონო ტესტებისთვის სრულად დაკომპლექტდება”, - ჟურნალ ”აუტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ანდერსონმა.

ამ ეტაპზე, ამერიკული გუნდი მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანია ”იუთუბის” თანადამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ ჩად ჰარლისთან და სავარაუდოდ, მხარეები სასპონსორო კონტრაქტს მალე გააფორმებენ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ესპანეთის არაგონის ავტოდრომის ხელმძღვანელობასთან, რათა ეს ტრასა ამერიკულმა გუნდმა ბოლიდის ტესტებისთვის გამოიყენოს. მის მახლობლადვე იგეგმება ევროპული ბაზის განლაგება.

ანდერსონის თქმით, არაგონის გარდა, ფრანგული პოლ რიკარის ვარიანტიც განიხილება. თუმცა, ამერიკელებს ბაზისათვის უფრო არაგონი მოსწონთ, რადგან იქ მშრალი ჰავაა და წლის განმავლობაში თითქმის ყოველთვის მზიანი ამინდია, რაც ზამთრის ტესტებისთვის საუკეთესო პირობაა.

No comments:

Post a Comment