ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 18, 2009

რედ ბულს” ფავორიტი არ ჰყავს

Red Bull

18 ივლისი

სურათზე: მარკ უებერი, კრისტიან ჰორნერი და სებასტიან ფეტელი
...................................................................................

”რედ ბულის” შეფი კრისტიან ჰორნერი აცხადებს, რომ მისი გუნდი პილოტებს პრიორიტეტებს კვლავ არ მიანიჭებს და მათ მანქანებს თანაბარ დონეზე მოამზადებს. მას შემდეგ, რაც გერმანიის დიდი პრიზი მოიგო, ავსტრალიელ მარკ უებერსაც ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა. გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან მას 1.5 ქულა აშორებს, ფეტელი კი ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონს 21 ქულით ჩამორჩება.

რა თქმა უნდა, ბრიტანელი პილოტის უპირატესობა საკმაოდ დიდია. სამაგიეროდ, ”რედ ბულმა” სილვერსტოუნის შემდეგ გარღვევა შეძლო და დღეისათვის, ბატონის ”ბრაუნ გრან პრის” ერთი თავით სჯობს. ავსტრიული გუნდი იმედოვნებს, რომ მისი პილოტები ბატონთან ჩამორჩენას ექვსი ეტაპის შემდეგ აღმოფხვრიან. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თუ ”რედ ბული” მათ შორის არჩევანს არ გააკეთებს, ისინი ერთმანეთს ქულებს აუცილებლად წაართმევენ, რითაც ბატონს, მათდაუნებურად დაეხმარებიან.

და მაინც, ჰორნერი ამბობს, რომ გუნდი პრიორიტეტს არც უებერს და არც ფეტელს მანამ არ მიანიჭებს, სანამ რომელიმე მათგანი აშკარა ფავორიტი გახდება. ”ორივეს თანაბრად დავეხმარებით, მათ მხოლოდ ქულანახევარი აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის თანაბარი შანსი აქვთ. მაგრამ თუ დადგება მომენტი, როცა მათ შორის განსხვავება გაიზრდება და ერთ-ერთი ჩემპიონობის შანსს დაკარგავს, მაშინ მას გუნდის ინტერესების შესაბამისად მოუწევს მოქმედება. ისე კი, ძალიან გაგვიხარდება, თუ ბატონს ორივე მალე დაეწევა”, - ამბობს ჰორნერი, ვინც ამაყობს იმით, რომ ამ ეტაპზე, მის გუნდს პილოტების საუკეთესო წყვილი ჰყავს.

”ჩვენი პილოტები საუკეთესო ფორმაში არიან და საკუთარი კარგი გამოსვლებით, ერთმანეთს სტიმულს აძლევენ. ვფიქრობ, ამ მომენტში საუკეთესო პილოტები სწორედ ჩვენ გვყავს. მარკმა თავისი შესაძლებლობები სრულად ახლა გამოავლინა, როცა ტრავმა ჯერაც ბოლომდე არ აქვს მორჩენილი. ის საუკეთესო ფორმაშია. სებასტიანზე კი შეიძლება ითქვას, რომ ის ვარსკვლავად ახლა ყალიბდება. მართალია, გამოცდილება აკლია, მაგრამ ძალიან მონდომებული და მიზანმიმართულია. ის თვითნაბადი ნიჭის პატრონია და დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო უკეთეს პილოტად ჩამოყალიბდება, ვიდრე ახლა არის. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მათ თანაბრად მომზადებული მანქანები არ მივაწოდოთ”, - დასძენს ჰორნერი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - უნგრეთის დიდი პრიზი, ერთ კვირაში, ბუდაპეშტის ჰუნგარორინგზე ჩატარდება.

No comments:

Post a Comment