ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, July 15, 2009

”ფერარი” მომავალი სეზონისთვის ემზადება

Ferrari

15 ივლისი

”ფერარი” მზადაა, უარი თქვას თავისი ახლანდელი ბოლიდის - F60-ის განვითარებაზე და მთელი თავისი შესაძლებლობები ახალი მანქანის შესაქმნელად მიმართოს, რომლითაც მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას შესძლებს. ამის თაობაზე მინიშნებას გუნდის შეფი სტეფანო დომენიკალი აკეთებს.

მარანელოელებისთვის მიმდინარე სეზონი მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია - ჩემპიონატის მეოთხე ეტაპამდე, რომელსაც ბაჰრეინმა უმასპინძლა, გუნდი ქულის გარეშე მივიდა, პირველად კვარცხლბეკზე მისი პილოტი (კიმი რაიკონენი) კი მონაკოში ავიდა.

მეორე კვარცხლბეკი (ორივე შემთხვევაში მესამე ადგილი) გუნდმა (ფელიპე მასა) ახლახანს, გერმანიის დიდ პრიზზე გაახერხა და მიუხედავად იმისა, რომ პროგრესიც აშკარაა, ”სკუდერია” პრიორიტეტულად მაინც ახალ მანქანაზე მუშაობას მიიჩნევს და ეს გასაგებიცაა - ტიტულის გარდა, მარანელოში სხვა ყველაფერი არაფრად მიაჩნიათ.

”ახალ პროექტზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და რამდენიმე კვირაში მთლიანად მასზე გადავერთვებით. წლევანდელი შეცდომის გამეორებას არ ვაპირებთ და გვინდა, რომ ახალი სეზონის დასაწყისშივე ფავორიტებს შორის ვიყოთ”, - ამბობს დომენიკალი.

ისევე როგორც მეტოქე ”მაკლარენმა”, ”ფერარიმაც” წლევანდელი მანქანის მზადება შარშან შედარებით გვიან დაიწყო, რადგან (ორივეს) ჩემპიონობისთვის უშეღავათო ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. არადა, ახალი რეგლამენტის გამო, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. დაგვიანებვირად დაუჯდა და მათ ამ სეზონის დასაწყისში, ლიდერის პოზიციები სხვებს დაუთმეს.

მაგრამ მომავალ სეზონში ჩემპიონატი ახლა მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ფერარისაც” და ”მაკლარენსაც” საქმის გამოსწორების მეტი შანსი სწორედ სამერმისოდ ექნებათ. ამ სეზონში დაგროვილი ქულებისთვის სარგო მილიონები კი მათ ნაკლებად აინტერესებთ.

No comments:

Post a Comment