ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 18, 2009

”მაკლარენი” კერს-ს სეზონის ბოლომდე გამოიყენებს

McLaren KERS

18 ივლისი

”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ სეზონის ბოლომდე გამოიყენებს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (KERS - კერს), რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების უმეტესობამ უარი თქვა.

”მაკლარენი” და ”ფერარი” ორად ორი გუნდია, რომლებიც კერს-ს იყენებენ. ამ სისტემამ საერთო ჯამში, არ გაამართლა, მაგრამ მისი სრულყოფისთვის მილიონობით დოლარია დახარჯული და ამ ორ გუნდს სურს, რომ ის სრულყოფილებამდე მიიყვანოს. რაც მთავარია, ორივე გუნდის ბოლიდები სწორედ კერს-ის მონაცემების მიხედვითაა დაპროექტებული და ამ ეტაპზე, კონსტრუქციის რადიკალურად შეცვლა პრაქტიკულად, ახალი მანქანის დამზადების ტოლფასი იქნება, რასაც ორივე გუნდში მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.

უფრო მეტიც, უიტმარში დარწმუნებულია, რომ კერს-ი მის გუნდს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ამ სისტემაზე სეზონის ბოლომდე არ იტყვის უარს.

”პირველ რიგში, უნდა განვაცხადო, რომ კერს-ზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ძალიან დახვეწილი სისტემა შევქმენით. მეორეც, ეს სისტემა ჩვენი მანქანის განუყოფელი ნაწილია და ის რომ მოვაცილოთ, მისი მახასიათებლები რადიკალურად შეიცვლება, ფაქტობრივად, ახალ კონსტრუქციას მივიღებთ და ყველაფერი თავიდან იქნება გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, კერს-ის გარეშე გარკვეულ უპირატესობებს მოვიპივებთ, მაგრამ ეს უცებ ვერ მოხერხდება. სანამ მანქანას ჭკუაზე მოვიყვანთ, უამრავი სახსრების გაღება მოგვიწევს და სეზონიც დასრულდება. რაც მთავარია, მომავალი სეზონის მანქანის მზადების პროცესი დაირღვევა, რაც არაფრით შეიძლება. ამიტომ, კერს-ს ვტოვებთ და მას სეზონის ბოლომდე გამოვიყენებთ”, - ამბობს უიტმარში იქვე დასძენს, რომ მერმის კერს-ზე მისი გუნდიც უარს იტყვის, რადგან ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის წევრმა საჯინიბოებმა მოილაპარაკეს, რომ მომავალ სეზონში ამ სისტემაზე უარი თქვან.

”ჩვენმა გუნდმა და ”მერსედესმა” კერს-ის შექმნასა და სრულყოფაზე დიდი შრომა გასწიეს და დიდი სახსრები დახარჯეს. მაგრამ სპორტის ინტერესებიდან გამომდინარე, მერმის მას აღარ გამოვიყენებთ. მართალია, ტექნიკური რეგლამენტი მისი გამოყენების უფლებას მომავალ სეზონშიც გვაძლევს, მაგრამ გუნდებმა მოვილაპარაკეთ, რომ სპორტის ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუ კოოპერირებულად ვიმოქმედებთ - ზოგჯერ, ფ1-ის მომავლისთვის, ცოტა ხნით, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმაც შეიძლება. რამდენადაც ჩვენი ასოციაციის წევრთა უმეტესობას არ სურს კერს-ის გამოყენება, ამდენად მასზე ჩვენც უარს ვამბობთ”, - დასძენს უიტმარში.

No comments:

Post a Comment