Alonso 'better' for Ferrari than Raikkonen
5 დეკემბერი

”ჩვენ ისეთი პილოტი გვჭირდება, რომელიც ჩვენთვის შუმივით იქნება. რაიკონენი ძალიან სწრაფია, მაგრამ იმავდროულად, ძალიან ჩაკეტილიც. თუ მანქანა სწრაფია და მოგების საშუალებას იძლევა, რაიკონენი ძალიან კარგია. მაგრამ თუ მანქანას სრულყოფა, გუნდს კი გამხნევება სჭირდება, ამ შემთხვევაში, ალონსო უკეთესია”, - ამბობს დომენიკალი.
მაგრამ არსებობს დიდი შანსი იმისა და ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა, რომ ალონსოს ურთიერთობა არ აეწყობა ბრაზილიელ ფელიპე მასასთან. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სინგაპურის 2007 წლის რბოლის ინციდენტის შესახებ, ალონსოს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ალონსო ”მაკლარენში” ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისი თანაგუნდელი (ლუის ჰამილტონი) მასზე ნაკლებად სწრაფი არ იყო. და, ესპანელმა ინგლისური გუნდი სკანდალით დატოვა.
თუმცა, დომენიკალი ამბობს, რომ ის ესაუბრა ალონსოს და მან უთხრა, რომ ”მაკლარენში” ყოფნისას, მასთან ურთიერთობისას, ჰამილტონი ყოველთვის კორექტული არ იყო. მაგრამ, ”მარანელოში მსგავსი არაფერი მოხდება, ამის გარანტიას მე ვიძლევი”, - დასძენს დომენიკალი.
No comments:
Post a Comment