ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, May 30, 2011

„პირელი“ წითელი დროშების წესის შეცვლას ითხოვს
Pirelli want red flag rules changed
30 მაისი



არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთში წითელი დროშის წესი შეიცვალოს და რბოლის წითელი დროშით შეჩერებისას, მრბოლებს საბურავების შეცვლის უფლება არ მიეცეთ. და თუ ასე მოხდა, ამ წესის შეცვლის ინიციატორი, საბურავების მწარმოებელი იტალიური კომპანია „პირელი“, უფრო ზუსტად კი, მისი მოტორსპორტის განყოფილების დირექტორი პოლ ჰემბრი იქნება.
ჰემბრის ეს იდეა გასული უქმეების მონაკოს დიდი პრიზის შემდეგ მოუვიდა. რბოლის მიწურულს, როდესაც ლიდერთა სამეულს - სებასტიან ფეტელს, ფერნანდო ალონსოსა და ჯენსონ ბატონს შორის უშეღავათო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რისი მიზეზიც, საბურავების სხვადასხვა დონეზე ცვეთა უნდა ყოფილიყო, ხაიმე ალგერსუარისა და ვიტალი პეტროვს შორის მომხდარი ავარიის გამო, რბოლა დროებით გაჩერდა. პაუზის დროს კი ყველამ საბურავი შეცვალა, რის გამოც, ბოლო 6 წრე არც ისეთი საინტერესო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, ლიდერებს შორის მოსალოდნელი პაექრობა არ შედგა.
რბოლის შეწყვეტის მომენტისთვის, ფეტელს მხოლოდ ერთი პიტსტოპი ჰქონდა შესრულებული, რომლის დროსაც, შეცდომით მყარი საბურავები დაუყენეს. ალონსო ორჯერ იყო ბოქსში ნამყოფი, ბატონი კი - სამჯერ. შესაბამისად, ბრიტანელის საბურავები ყველაზე ახალი იყო და სიჩქარეც მასვე ყველაზე მაღალი ჰქონდა. მაგრამ პაუზის შემდეგ, მანაც და ალონსომაც, ეს უპირატესობა დაკარგეს.
„მესმის, რომ ეს უსაფრთხოებისთვის კეთდება, თუმცა მე რბოლის სანახაობრივი მხარეც მაინტერესებს. მაყურებლები გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ ყველა მანქანას საბურავი შეუცვალეს. ასე რბოლის ინტრიგა დაიკარგა. ყველას პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა - ბოლომდე გაძლებდა ფეტელის საბურავები? ეს კითხვა აქტუალური იყო რბოლის შეჩერებამდე, შემდეგ კი მასზე პასუხის მიღების საშუალება დავკარგეთ“, - ამბობს ჰემბრი.
ძნელი სათქმელია, რა მოჰყვება მის ლაპარაკს, მაგრამ აშკარაა, რომ მონაკოს დიდი პრიზის მიწურულს, ინტრიგა დაიკარგა, ის ინტრიგა, რომლის წყალობითაც, ამ რბოლას, კარგა ხანს ვერ დავივიწყებდით...

No comments:

Post a Comment