უებერი ცხრილის სათავეში დაბრუნდა
Webber back on top in Spain
20 მაისი

სანამ ჩასაბერი დიფუზორის გამოყენება ნებადართულია, პელოტონს სათავეში ისევ „რედ ბულის“ მანქანები უდგას. და როგორც იქნა, ყველაზე სწრაფი მარკ უებერია, რომელიც როგორც იქნა, ფორმაში შევიდა და ბარსელონაში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.
ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, სწორედ ავსტრალიელ მრბოლს ჰქონდა საუკეთესო შედეგები და თუ პირველ სესიაზე მან თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს წამზე მეტით აჯობა, მეორეზე მათ შორის ლუის ჰამილტონი ჩადგა, რომელიც ლიდერს მხოლოდ 0.039 წამით ჩამორჩა.
„მანქანა შესანიშნავად მუშაობს. მართალია, მისი ზოგიერთი პარამეტრი შესაცვლელია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი პრაქტიკებით ასეთი კმაყოფილი ამ სეზონში ჯერ არ ვყოფილვარ. ამ ტრასას კარგად ვეგუები. შარშან აქ გავიმარჯვე და ვიმედოვნებ, რომ ამ ტრენდს ამჯერადაც გავაგრძელებ“, - განაცხადა უებერმა, ვინც ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვების (იმ სეზონში პირველი) შემდეგ, შარშან საჩემპიონო ბრძოლაში ჩაება.
საინტერესო სტატისტიკა: სეზონის პირველ ოთხ რბოლაში, უებერმა ჯერ მეხუთე, შემდეგ მეოთხე, მესამე და მეორე ადგილები დაიკავა. და თუ ასეთი წინსვლა გააგრძელა, შემდეგი ლოგიკური შედეგი გამარჯვება უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, შარშანდელის მსგავსად, ის კვლავ საჩემპიონო ბრძოლაში ჩაებმება.
„რედ ბულის“ გარდა, კარგი სიჩქარით გამოიჩინეს თავი „მაკლარენის“ პილოტებმაც. თუმცა, ამის მიუხედავად, ჰამილტონი ძალიან უკმაყოფილო დარჩა „პირელის“ ახალი სუპერ მყარი საბურავებით: „სუპერ მყარი საბურავები საშინელებაა. როცა ასეთები მეყენა, რბოლით სიამოვნებას ვერ ვღებულობდი. ვფიქრობ, ასეთი საბურავებით, დაახლოებით ორწამნახევარით ნელი ვიყავი. შემდეგ რბილზე გადავედით და ყველაფერი ისევ ფანტასიურად იყო. დარწმუნებული ვარ, რბოლის დროს, უმეტესობა სწორედ რბილ საბურავებს გამოიყენებს“.
მეორე და მესამე შედეგები ჰქონდა ფეტელს, ვინც უებერს 38 ქულას უგებს, ჰამილტონს კი - 34 ქულას. ჩემპიონმა ნარბოლევს განაცხადა, რომ ახალი მყარი საბურავით, მანქანის მართვა პრობლემურია, თუმცა თავისი მანქანის მუშაობით ისიც კმაყოფილი დარჩა და ძნელი რბოლა იწინასწარმეტყველა.
ესპანეთის დიდი პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:25.142
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:26.149
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.379
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:26.480
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:26.738
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:26.988
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:27.016
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:27.132
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:27.138
10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:27.212
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:27.241
12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:27.471
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:28.005
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:28.027
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:28.163
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:28.654
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:28.819
18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:28.995
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:29.231
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:30.896
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:31.235
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:31.268
23. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:31.418
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:32.106
მეორე სესია
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.470
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:22.509
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:22.826
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.188
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:23.568
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.586
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:23.981
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:24.278
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:24.290
10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:24.366
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:24.483
12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:24.786
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:25.296
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:25.303
15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:25.457
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:25.603
17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:26.073
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:26.417
19. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:27.123
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:27.189
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:28.036
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:28.062
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:29.469
No comments:
Post a Comment