დიდი ბრძოლა და ისევ ფეტელის ტრიუმფი
Vettel holds off Hamilton for Spanish win
22 მაისი

საერთოდ, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ბარსელონას ავტოდრომ კატალუნია მონტმელოზე, რბოლები ადვილად პროგნოზირებადია. ამის დასტურია ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა და ის ფაქტიც, რომ შარშანდელ რბოლაში იქ მხოლოდ ათი გასწრება დაფიქსირდა. მაგრამ კერს-მა, რეგულირებადმა უკანა ფრთამ და „პირელის“ საბურავებმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალეს. შედეგად, სტარტიდან ფინიშამდე, ძნელი იყო იმის თქმა, თუ ვინ მოიგებდა რბოლას.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი თანდათან დალაგდა. მე-19 წრეზე, მას შემდეგ, რაც მეორე პიტსტოპი შეასრულა, ფეტელმა ალონსოს გაასწრო. 5 წრის შემდეგ, იგივე ჰამილტონმაც შეძლო და აქედან მოყოლებული, ფეტელს ჩაუდგა კვალში. 24-ე წრეზე ის გერმანელს 5 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა ჰანდიკაპი თანდათან შეამცირა. აშკარა გახდა, რომ რბოლის ბედის გადაწყვეტა, „მაკლარენის“ გაბედულ ტაქტიკურ სვლას შეეძლო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ჰამილტონი მესამე პიტსტოპს ფეტელზე თუნდაც ერთი წრით ადრე შეასრულებდა. თუმცა, „მაკლარენმა“ ეს არ გააკეთა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ბრიტანელმა საბურავები ფეტელზე გვიან შეცვალა, რისი წყალობითაც, მასზე უკეთესი ტემპი ჰქონდა.


„ძალიან გიჟური, გიჟური რბოლა იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ მოსაწყენი რბოლა იქნებოდა, მაგრამ პირველივე მოსახვევის შემდეგ, ეს ადამიანები გაჩუმდნენ. ბოლოს კი ლუისი და მე გიჟებივით მივქროდით, მოსახვევებს ლიმიტის ზღვარზე გავდიოდით. ბოლო ათი წრის განმავლობაში, საბურავები თვალსა და ხელს შუა ცვდებოდა. იმაზე ვოცნებობდი, ლუისის საბურავებიც სწრაფად გაცვეთილიყო“ - ნარბოლევს ყვებოდა ფეტელი.

ესპანეთის დიდი პრიზი
კატალუნია მონტმელო, სიგრძე 4.655 კმ, დისტანცია 307.104 კმ (66 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39:03.301
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:00.630
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:35.697
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:47.966
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1 წრე
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1 წრე
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1 წრე
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1 წრე
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე
16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 2 წრე
17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 2 წრე
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 4 წრე
21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 5 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 8 წრე
გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 18 წრე
გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 38 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:26.727, 52-ე წრე
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 118 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 77; 3. მარკ უებერი - 67; 4. ჯენსონ ბატონი - 61; 5. ფერნანდო ალონსო - 51; 6. ნიკო როსბერგი - 26; 7. ნიკ ჰაიდფელდი - 25; 8. ფელიპე მასა - 24; 9. ვიტალი პეტროვი - 21; 10. მიხაელ შუმახერი - 14; 11. კამუი კობაიაში - 9; 12. სებასტიან ბუემი - 6; 13. ადრიან სუტილი - 2; 14. სერხიო პერესი - 2; 15. პოლ დი რესტა - 2
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 185 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 138; 3. ფერარი - 75; 4. რენო - 46; 5. მერსედესი - 40; 6. ზაუბერ-ფერარი - 11; 7. ტორო როსო-ფერარი - 6; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 4
No comments:
Post a Comment