ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, May 28, 2011

ფეტელი ისევ პოულზეა, პერესს კი ავარია მოუვიდა
Vettel on pole in Monaco, Perez crashes
28 მაისი



ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ საკვალიფიკაციო რბოლებს სებასტიან ფეტელი იგებს. ამ სეზონში ერთადერთი შემთხვევა, როცა მან პოულის მოგება ვერ შეძლო, ბარსელონაში დაფიქსირდა, თუმცა, იქ მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა, მარკ უებერმა ივაჟკაცა და ამგვარად, „რედ ბულის“ საკვალიფიკაციო ჰეგემონია გააგრძელა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მონაკოში პირველად მოახერხა კვალიფიკაციის მოგება. ეს მის კარიერაში მეოცე, მიმდინარე სეზონში კი მეხუთე პოულია. ავსტრიულმა გუნდმა კი ამ სეზონის ყველა საკვალიფიკაციო რბოლის მოგება შეძლო. მოკლედ, განსაკუთრებული არც ამჯერად მომხდარა რამე. დღის ჰიტი კი შესანიშნავად მოასპარეზე მექსიკელი სერხიო პერესის საკმაოდ სერიოზული ავარია გახდა, რომელსაც საბედნიეროდ, პილოტი უვნებლად გადაურჩა.



„კვალიფიკაციის შემდეგ, ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი ის იყო, რომ სერხიო კარგადაა. მას გონება არ დაუკარგავს. ჩვენ ყველანი ახლა მასზე ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ რბოლაში გამოსვლას შეძლებს. ძალიან ცუდ ხასიათზე დგები, როცა ხედავ, რომ შენი კოლეგა ავარიაში ხვდება და მანქანიდან თავისით ვერ ამოდის. ამ დროს საქმეზე ფოკუსირება ძალიან ძნელია“, - განაცხადა ფეტელმა.
პერესს ავარია მაშინ მოუვიდა, როცა კვალიფიკაციის დასრულებას ორ წუთზე ოდნავ მეტი აკლდა. ამ დროს, სწრაფ წრეზე ჯერ გამოსულიც არ იყო ლუის ჰამილტონი. მერე კი, როცა რბოლა განახლდა, ბრიტანელს კარგი დროის ჩვენებაში ხელი ტრეფიკმა შეუშალა. საბოლოოდ, ის მეშვიდე ადგილს დასჯერდა.



პერესს ავარია გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მოუვიდა. მან მართვა დაკარგა და ფოლადის ზღუდეს დაეჯახა, იქიდან ასხლეტილი მისი ბილოდი კი გვერდულად, თითქმის 90-გრადუსიანი კუთხით, გზის გამყოფ ზღუდეს შეეჯახა. მარშლებს პილოტის ევაკუაციისთვის რამდენიმე წუთი დასჭირდათ. ის ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ტვინის მსუბუქი შერყევის დიაგნოზი დასვეს. გარდა ამისა, მექსიკელ პილოტს ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული, თუმცა საბედნიეროდ, სერიოზულ ტრავმას გადაუეჩა. სავარაუდოდ, ის რბოლაზე ვერ გამოვა.
სხვათა შორის მესამე თავისუფალ პრაქტიკაზე, ზუსტად იმავე ადგილას მოუვიდა ავარია ნიკო როსბერგს, თუმცა მისი „მერსედესი“ მეორე ზღუდესთან შეჯახებას გადაურჩა. გერმანელმა პილოტმა კვალიფიკაციაში იასპარეზა და მერვე შედეგს დასჯერდა.


მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:13.556
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.997
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.019
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:14.483
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:14.682
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:14.877
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.280
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.766
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:16.528
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:15.815
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.826
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:15.973
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:16.118
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:16.121
16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:16.214
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:16.300
- - - - - - - - - -
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:17.343
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:17.381
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:17.736
21. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:17.820
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:17.914
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) დროის გარეშე

107%-იანი დრო: 1 წთ, 20.471 წმ

No comments:

Post a Comment