ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, May 6, 2011


უიტმარში: გუნდები ფ1-ის კომერციულ უფლებებს უნდა ფლობდნენ

McLaren boss says teams should own F1 rights

6 მაისი

როგორც ჩანს, ფორმულა ერთის კომერციული უფლებების გამოსყიდვით, მარტო „ნიუს კორპი“ და „ექსორი“ (მასთან ერთად, ფერარიც) არ არიან დაინტერესებულნი. ამ წყვილის ხელში დიდი პრიზების ცირკის სადავეების გადასვლას, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დიდი ნაწილიც ემხრობა. უფრო კონკრეტულად კი, ისინი თვლიან, რომ კომერციულ უფლებათა განკარგვაში თავად გუნდებიც უნდა მონაწილეობდნენ და მათს ამ სურვილს, სწორედ „ნიუს კორპ/ექსორის“ ალიანსი აუსრულებს.

გუნდების ხელმძღვანელებმა, ისტანბულ პარკზე შეკრება გამართეს და სწორედ ეს საკითხი განიხილეს. მის შემდგომ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კი მედიას შეხვედრის შესახებ უამბეს. პრესკონფერენციაზე, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა (ფოტოზე) განაცხადა, რომ არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ფ1-ის საქმეები „ფერარის“ მფლობელმა „ექსორმა“ იგდოს ხელთ.

„ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ გუნდებმა კომერციულ უფლებებში წილი მიიღონ. სტაბილურობისთვის აუცილებელია, ჩვენი სპორტის განვითარებისა და პრომოუშენისთვის, გარკვეული ინვესტიციები მუდმივად ხორციელდებოდეს. ამასთან, კომერციულ უფლებებში წილი გუნდებსაც უნდა ეკუთვნოდეთ, რაც მათს ფინანსურ უზრუნველყოფას გამოიწვევს. თუ ამ საკითხს მოვაგვარებთ, შემდეგ სულერთი იქნება, კომერციული უფლებების დიდი ნაწილი რომელი კომპანიის, ან ალიანსის ხელში იქნება“, - ამბობს უიტმარში, ვინც იმავდროულად, გუნდების ასოციაციის (FOTA) თავმჯდომარეცაა.

მომავალი წლის სეზონის ბოლოს, გუნდებს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა და კომერციულ უფლებათა მფლობელ კომპანია „CVC ინვესტმენტს“ შორის „თანხმობის ხელშეკრულების“ ვადაც სრულდება. შესამუშავებელია ახალი თანხმობის პირობები, რისთვის მზადებაც, გუნდებმა უკვე დაიწყეს.

უიტმარში ამბობს, რომ გუნდები ისტანბულში კიდევ ერთ შეხვედრას რბოლის შემდეგ გამართავენ და ამ საკითხს ისევ განიხილავენ. მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, „მაკლარენის“, „ფერარის“, „რედ ბულის“ და „მერსედესის“ ხელმძღვანელობა, შტუტგარტში აპირებდეს შეხვედრას, რომელზეც კომერციულ უფლებათა საკითხს განიხილავენ. თუმცა მანვე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ამ შეხვედრაში მონაწილეობა, ჩამოთვლილი გუნდების უმსხვილესმა აქციონერებმა გამართონ.

No comments:

Post a Comment