ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, May 27, 2011

ფორმულა ერთში ორი „ლოტუსი“ დატოვეს
Team Lotus allowed to keep name
27 მაისი




უცნაურია, მაგრამ ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა - სახელ „ლოტუსის“ გამოყენების უფლება მალაიზიურ „ტიმ ლოტუსს“ დაუტოვა და იმავდროულად, ამავე სახელის გამოყენების უფლება „ლოტუს ქარზსაც“ მისცა, კომპანიას, რომელიც ამ სახელით საგზაო სპორტულ ავტომობილებს აწარმოებს. გარდა ამისა, მათ შორის, სწორედ სახელ „ლოტუსის“ გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დარღვევისთვის, „ტიმ ლოტუსს“ „ლოტუს ქარზის“ სასარგებლოდ, ჯარიმის გადახდა მოუწევს.




მოსამართლე ჯასტის პიტერ სმიტს ჯარიმის ოდენობა არ გამოუცხადებია, თუმცა მისი გადაწყვეტილება მაინც საკუთარ გამარჯვებად ჩათვალა „ტიმ ლოტუსის“ მფლობელმა და შეფმა ტონი ფერნანდესმა (ფოტოზე). თუმცა წაგებულად თავს არც „ლოტუს ქარზი“ (ეს მალაიზიური საავტომობილო კომპანიის - პროტონის ჯგუფში შედის) მიიჩნევს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მაინც ბოლომდე კმაყოფილი არაა და მის გასაჩივრებას აპირებს.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, მე მეშვიდე ცაზე ვარ. „ტიმ ლოტუსი“ ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენს შასის კვლავ „ლოტუსი“ ერქმევა. სხვა ვერავინ შეძლებს შასის მარკირებისთვის ამ სახელის გამოყენებას. ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც შეიძლება „ტიმ ლოტუსი“ ერქვას“, - ამბობს გახარებული ფერნანდესი.
„მოხარული ვარ, რომ ბრენდ „ლოტუსით“ ფ1-ში გამოსვლის უფლება გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენმა მოსარჩელემ ვერ მიაღწია მიზანს - ამ სახელის გამოყენების უფლება ვერ წაგვართვა. სასამართლოს ვერდიქტის მიუხედავად, კვლავ რჩება მოუგვარებელი საკითხები“, - ამბობს „ლოტუსის“ ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის შეფი სარა პრაისი.
შეგახსენებთ, რომ „ტიმ ლოტუსი“, თუ მის ლეგენდარულ წინამორბედს არ გავითვალისწინებთ, თანამედროვე ფ1-ში ახალი გუნდია. მისი პილოტები არიან იტალიელი იარნო ტრული და ფინელი ჰეიკი კოვალაინენი. რაც შეეხება მეორე ლოტუსს, მისი სრული სახელია „ლოტუს რენო GP“ და ის სახელშეცვლილი „რენოა“. მისი პილოტები არიან გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი და რუსი ვიტალი პეტროვი. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი „რენოს“ ძრავებს იყენებს...

No comments:

Post a Comment