უებერმა ფეტელის საკვალიფიკაციო ჰეგემონია დაასრულა
Webber ends Vettel's run of pole positions
21 მაისი

ბარსელონას კატალუნია მონტმელო მარკ უებერისთვის მართლაც იღბლიანი ტრასაა - აქ მოპოვებული გამარჯვებით, ის გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი გახდა. არადა, მანამდე ყურადღებას ბევრი არავინ აქცევდა. ამჯერად, მან თავისი თანაგუნდელის, მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელის საკვალიფიკაციო ტრიუმფული სვლა შეაჩერა.
ფეტელს ამ სეზონის პირველი ოთხი ეტაპის კვალიფიკაცია აქვს მოგებული. ამასთან, გასული სეზონის ბოლო რბოლაც პოულიდან დაიწყო. მაგრამ ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, თანაგუნდელს კი მხოლოდ 0.200 წამით ჩამორჩა. მეორე რიგიდან სტარტს ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო აიღებენ.
სხვათა შორის, კვალიფიკაციის წინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ტექნიკურმა კომისიამ, „ფერარის“ უკანა ფრთა რეგლამენტთან შეუსაბამოდ სცნო, რაც მანქანის აეროდინამიკაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებდა. დაკიდევ, ალონსოც და ჰამილტონიც პოულის მფლობელს თითქმის წამით ჩამორჩნენ. მათ მცირედით ჩამორჩა ჰამილტონის თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი.

ერთი საინტერესო ფაქტი - უებერი ესპანეთის დიდი პრიზის სტარტს ოთხი ჩემპიონის წინ აიღებს. ოთხი ჩემპიონისა, რომელთა საერთო მონაგარი 5 ტიტულია. კიდევ შვიდი ტიტული პელოტონის პირველი ათეულის კუდშია - სწორედ მეათე ადგილიდან აიღებს სტარტს მიხაელ შუმახერი, რომელიც კვალიფიკაციის მესამე სესიაზე, ტრასაზე არც გამოსულა. ამგვარად, თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა ის ისევ უკან ჩამოიტოვა. სამაგიეროდ, როსბერგს, რომელსაც მეშვიდე დრო აქვს, რუსმა ვიტალი პეტროვმა აჯობა. შუმახერს „ბენეტონის“ და „ფერარის“ მანქანებით, ესპანური რბოლა ექვსჯერ აქვს მოგებული.
„ამაღამ კარგად უნდა გამოვიძინო, რომ ხვალინდელი რბოლისთვის დასვენებული ვიყო“, - განაცხადა უებერმა, ვინს ბელგიის შარშანდელი დიდი პრიზის შემდეგ, პირველად დადგება პოულ პოზიციაზე. თანაც, ამისათვის მან მხოლოდ ერთი სწრაფი წრე იმყოფინა, რითაც რბილი საბურავები დაზოგა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ესპანეთის დიდ პრიზს ის პილოტები იგებენ, რომლებიც რბოლას პოულიდან იწყებენ.
ესპანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაციის შედეგები
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.981
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:21.181
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:21.961
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:21.964
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.996
6. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:22.471
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:22.599
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:22.888
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:22.952
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:23.231
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:23.367
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.694
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:23.702
15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:25.403
16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:26.126
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.571
- - - - - - - - - -
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:26.521
19. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.910
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:27.315
21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:27.809
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:27.908
23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:28.556
No comments:
Post a Comment