ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, May 26, 2011

ალონსო და „ფერარი“ უსწრაფესები არიან
Alonso puts Ferrari on top in Monaco
26 მაისი




თავისუფალ პრაქტიკებზე, რომლებიც მონაკოში პარასკევის ნაცვლად, ხუთშაბათობით ტარდება ხოლმე, ორი სესიის ჯამში, ყველაზე სწრაფი ესპანელი ფერნანდო ალონსო იყო, ვინც მონაკოში ჩასვლამდე ჯიუტად აცხადებდა, ამ სეზონში ტიტულის იმედი ჯერაც არ დამიკარგავსო.
ძნელი სათქმელია, მისი საუკეთესო დრო „ფერარის“ პროგრესის შედეგია, თუ იმისა, რომ პრაქტიკებზე ლიდერები დროს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თუმცა ერთი რამ ეჭვს არ ტოვებს - ალონსოს შედეგი აუცილებლად გაამხნევებდა იტალიური საჯინიბოს ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც ბარსელონას შემდეგ აღარ ხელმძღვანელობს ალდო კოსტა.
სხვათა შორის, ალონსომ, ვისაც მონაკოს რბოლა ორჯერ აქვს მოგებული, პირველ სესიაზეც კარგად იასპარეზა და მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა. თან მხოლოდ მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს ჩამორჩა. ორივე სესიის ჯამში კი ესპანელმა სულ რარაც 0.105 წამით აჯობა თავის ყოფილ თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს.
ფეტელი საბოლოოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა. ალონსოს და ჰამილტონის გარდა, მას ნიკო როსბერგმა და ჯენსონ ბატონმაც აჯობეს. პრაქტიკაზე არ გაუმართლა ფეტელის თანაგუნდელ მარკ უებერს, ვინც პირველ სესიაზე დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო, რისი მიზეზიც გადაცემათა კოლოფში არსებული უწესივრობა გახდა - ავსტრალიელი გადაცემების საფეხურების შეცვლას ვერ ახერხებდა. მეორე სესიაზე კი მან მხოლოდ მერვე საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ორივე სესიაზე მესამე იყო ნიკო როსბერგი, რომელიც ამჯერადაც სჯობნის თავის ტიტულოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს. ამას მონაკოში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ აჩრდილსღა ჰგავს. პირველ სესიაზე მას შეცდომა მოუვიდა და ასპარეზობა მოსახვევ სენ დევოს მახლობლად ჩამწკრივებულ საბურავების დამცავ ზოლში დაასრულა. პირველ სესიაზე მას მეათე შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი მეშვიდე შედეგს დასჯერდა.
პირველი სესია კურიოზული შემთხვევის გამო, ხუთი წუთით შეწყდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამსკდარი მილიდან ასფალტზე წყალმა გამოჟონა. დაზიანებული მილი სწრაფად გადაკეტეს და რბოლაც განახლდა...


მონაკოს დიდი პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:16.619
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:16.732
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:17.139
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:17.316
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.350
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.534
7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:18.527
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:18.578
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:18.733
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:18.805
11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:18.928
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:19.234
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:19.395
14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:19.463
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:19.768
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:19.792
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:20.083
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:21.116
19. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:21.548
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:21.758
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:21.815
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:22.840
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:23.885
24. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე

მეორე სესია
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:15.123
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.228
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.321
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.448
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:15.667
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:15.781
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.356
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.642
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:17.101
10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:17.126
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:17.337
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:17.541
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.570
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:17.581
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:17.633
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:17.706
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:17.789
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:18.266
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:18.490
20. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:19.053
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:19.185
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:19.338
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:22.066
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) დროის გარეშე

No comments:

Post a Comment