ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 22, 2011

შესაძლოა, ფორმულა ერთში V8 ძრავები 2013 წელსაც გამოიყენონ

F1 teams could use V8s in 2013-Ecclestone

22 მაისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) თავისი პოზიცია შეარბილა და გუნდებს V8 ძრავების გამოყენების უფლებას 2013 წელსაც სთავაზობს. ამის შესახებ, როიტერს ფ1-ის კომერციულ უფლებათა განმკარგველმა ბერნი ეკლსტოუნმა განუცხადა. ესპანეთის დიდი პრიზის წინ, FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი გუნდების ხელმძღვანელებს შეხვდა და 2013 წელს ერთდროულად ორივე ტიპის გამოყენების უფლება შესთავაზა.

ეკლსტოუნი, ვინც მცირელიტრაჟიანი ძრავების და ჰიბრიდული სისტემების წინააღმდეგია, თვლის, რომ ამ ორი ტიპის ძრავების ერთდროულად გამოყენება სპორტს არ გამოადგება: „ტოდტი ამბობს, რომ V8 ძრავების გამოყენება ერთი წლით მეტხანს იქნება შესაძლებელი. მაგრამ როგორც მახსოვს, ექვივალენტური ფორმულები არ მუშაობს ხოლმე“.

ბერნი 2006 წლის შემთხვევას გულისხმობს, როდესაც „მინარდის“ V10 ძრავების გამოყენების უფლება მისცეს (სხვა გუნდები V8 ძრავებს იყენებდნენ), თუმცა ამის მიუხედავად, იტალიური გუნდი (ახლა მას ტორო როსო ჰქვია) აუტსაიდერად დარჩა. 1984 წელს, ერთდროულად 1.6-ლიტრიან ტურბო და 3.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავების გამოყენება შეიძლებოდა, თუმცა ატმოსფერული აგრეგატებით მოასპარეზე გუნდები აუტსაიდერები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1.6-ლიტრიან ტურბო ძრავებზე გადასვლას „რენო“ ემხრობა, „ფერარი“ კი მრავალცილინდრიანი ძრავების დატოვებას მოითხოვს. ჯერჯერობით, ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებენ „მერსედესი“ და „კოსუორტი“, თუმცა სავარაუდოდ, ისინი ატმოსფერული ძრავების დატოვების მომხრენი უნდა იყვნენ.

თუ „ფერარის“ საკუთარი ბიზნესიდან გამომდინარე სურს მრავალცილინდრიანი ძრავების დატოვება, ეკლსტოუნს სულ სხვა მოტივები აქვს. ჯერ ერთი, ის თვლის, რომ ტურბო ძრავებზე გადასვლა ძალიან ძვირი დაჯდება. მეორეც, ახალი ტიპის ძრავებს სულ სხვა ხმა ექნება, რაც ფ1-ს უფრო დაბალი კლასის ფორმულებს მიამსგავსებს, ეს კი მას მაყურებელს დააკარგვინებს. ბერნის მიაჩნია, რომ მაყურებლების უმეტესობა ტრასაზე სწორედ ფ1-ის ძრავების უნიკალური ხმის გამო მიდის.

No comments:

Post a Comment