ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, May 3, 2011

„ფერარი“ თურქეთისთვის სიახლეებს ამზადებს

Ferrari gets upgrades boost for Turkey

3 მაისი

„ფერარი“ თურქეთის დიდი პრიზისთვის რამდენიმე სიახლეს ამზადებს - მანქანაზე ახალი წინა და უკანა ფრთებს, ასევე სამუხრუჭე სისტემის შეცვლილ ჰაერსადინარს დააყენებს. რაც მთავარია, სეზონის პირველი რბოლების შემდეგ ჩატარებულმა ანალიზმა შედეგი გამოიღო და გუნდის ინჟინრები მიხვდნენ მიზეზს, რომლის გამოც, მათი მანქანა გამარჯვებისთვის მებრძოლი ვერ გამოდგა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მანქანას არ აქვს გზასთან ის ჩაჭიდულობა, რომელსაც აეროდინამიკურ მილში ჩატარებული გამოკვლევება აჩვენებდა. როგორც ირკვევა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ აეროდინამიკური მილი სათანადოდ დაკალიბრებული და ის მცდარ მონაცემებს იძლევა. ეს კი ნიშნავს, რომ აქამდე ამ მილში ჩატარებული ყველა სამუშაო, წყალში გადაყრილია.

მარანელოელთა მთავარი ინჟინერი ნიკოლას ტომბაზისი ამბობს, რომ ისტანბულისთვის მომზადებული სიახლეები მანქანის მახასიათებლებს გააუმჯობესებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების სწრაფად დაძლევა შესაძლებელია. მთავარია, რომ გუნდის საინჟინრო შტაბი სწორ გზას დაადგეს.

„ისტანბულში ახალი ფრთები და მოდიფიცირებული მუხრუჭები გვექნება, მაგრამ ეს ჩვენს მანქანას დიდად არ შეცვლის. როგორც აღმოჩნდა, აეროდინამიკურ მილთან და მასში ტესტირების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს. რა ტქმა უნდა, ორივე საკითხს ვაგვარებთ, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით მგვარდება. ისტანბულში ლიდერებს მივუახლოვდებით, მაგრამ ეს ის არ იქნება, რაც ჩვენ გვსურს. ახალი პროგრამის მიხედვით, ყოველ რბოლაზე სიახლეები გვექნება და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩამორჩენის აღმოფხვრაში დაგვეხმარება“, - ამბობს ბერძენი ინჟინერი.

ტომბაზისი ამბობს, რომ ზემოთ ნახსენები შეცდომების გარდა, მანქანის არაკონკურენტულობა იმის ბრალიცაა, რომ მისი პროექტირებისას, რადიკალურ მეთოდებზე თავიდანვე უარი თქვეს. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ აეროდინამიკურ მილის კალიბრაციისას, შეცდომები დაშვებული რომც არ ყოფილიყო, მანქანა გამარჯვებებისთვის მზად მაინც არ იქნებოდა.

„ფ1-ის თანამედროვე მანქანებს ურთულესი აეროდინამკა აქვს. მათში იმდენი ჰაერსადინარია, რომლებიც ჰაერის შემხვედრ ნაკადს სასურველ მიმართულებას აძლევენ, რომ მათზე ყურადღების არმიქცევა უკვე დიდი შეცდომაა. ჯერ კიდევ ბოლომდე არ გავრკვეულვართ, თუ რატომ გვატყუებდა აეროდინამიკური მილი, თუმცა პრობლემის ძირითად არსს მივხვდით“, - დასძენს ტომბაზისი. მისი თქმით, ბოლო წლებში, მანქანის დახვეწისას, „ფერარი“ კონსერვატიულ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას, რაც თამამი იდეების დანერგვის, ან თუნდაც მათი გამოყენების მცდელობის საშუალებას არ იძლევა. არადა, მეტოქეები სწორედ ამის წყალობით ახერხებენ დაწინაურებას.

„ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი ინჟინერია, მაგრამ ხშირად, ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმით არიან დაკავებული, რაც მათ ბოჭავს და საკუთარი უნარის სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. ამ სეზონში მიღებული ცივი შხაპის შემდეგ, ათასი პროცენტით ფოკუსირებულნი ვართ და უკვე რამდენიმე საინტერესო პროექტის მომზადებაც დავიწყეთ“, - ამბობს ტომბაზისი და განმარტავს, რომ ამ პროექტთაგან ერთ-ერთი, ისეთივე დრეკადი ფრთის შემუშავებას ითვალისწინებს, როგორიც „რედ ბულს“ აქვს და რომლის ლეგალურობაზეც კამათი ახალი დასრულებულია.

No comments:

Post a Comment