ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, May 3, 2011

უებერი სხვა გუნდში გადასვლაზე ფიქრობს

Webber open to future team switch

3 მაისი

მარკ უებერს ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ „რედ ბულიდან“ არსად გადასვლას არ აპირებს და რომ თავის კარიერას ავსტრიულ გუნდში დაასრულებს. მაგრამ ახლახანს აღიარა, რომ მზადაა, სხვა გუნდების შემოთავაზება განიხილოს იმ შემთხვევაში, თუ „რედ ბულ რეისინგი“ მას კონტრაქტს არ გაუგრძელებს.

ავსტრალიელი პილოტი, სეზონიდან სეზონამდე აგრძელებს კონტრაქტს „რედ ბულთან“ და ახლა სწორედ იმის დროა, რომ მის გაგრძელებაზე ისევ იზრუნოს. და სანამ მასა და გუნდს შორის მოლაპარაკება დასრულდება, მიმომხილველები მისი კარიერის გაგრძელების სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

ერთ-ერთი ასეთი ვარიანტის მიხედვით, უებერი შეიძლება მალე „ფერარიში“ ვიხილოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იტალიური გუნდი თავის ბრაზილიელ პილოტ ფელიპე მასას კონტრაქტს არ გაუგრძელებს. თუმცა, იტალიურ გაზეთ „ლა სტამპასთან“ საუბრისას, ავსტრალიელი მრბოლი აცხადებს, რომ თავის სამომავლო კონკრეტულ გეგმებზე მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს, რაც „რედ ბული“ თავის გეგმებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება.

„უნაკლო და შეუმცდარი არ ვარ, მაგრამ მონდომება არ მაკლია. გასულ სეზონში ტიტულისთვის ვიბრძოდი და მინდა, ეს ამ სეზონშიც გავიმეორო. ვგრძნობ, რომ ეს შემიძლია. მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო. სეზონის ბოლოს, „რედ ბულთან“ ჩემი კონტრაქტი იწურება. არა მგონია, კონტრაქტის გაგრძელება ჩემს შედეგებზე იყოს დამოკიდებული. თუ გუნდს აღარ ვუნდივარ, მაშინ საკუთარ თავს ერთ კითხვას დავუსვამ: შლემი ლურსმანზე დავკიდო, თუ გუნდი გამოვიცვალო?“, - ამბობს უებერი.

No comments:

Post a Comment