კუბიცა შეიძლება ამ სეზონშივე დაბრუნდეს
Kubica could race again this year, says manager
30 მაისი
ასე ფიქრობს „რენოს“ პოლონელი მრბოლის მენეჯერი დანიელე მორელი. ეს კაცი უკმაყოფილოა „რენოს“ გუნდის მფლობელ ჟერარ ლოპესის განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ კუბიცა ამ სეზონში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.
მორელის თქმით, ექიმები აგვისტოში შეძლებენ თქმას, რა ბედი ელის პოლონელ პილოტს, რომელიც ამ სეზონის დაწყებამდე, რალის რბოლისას მომხდარი ავარიის დროს, ძლიერ დაშავდა. იმდენად ძლიერ, რომ მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ლოპესმა ესპანურ რადიოსთან საუბრისას განცხადა, რომ ამ სეზონის ბოლომდე, კუბიცა მაქსიმუმ, თავისუფალ პრაქტიკებში თუ შეძლებს გამოსვლას.
„კითხეთ ლოპესს, რატომ ამბობს ისეთ რამეს, რაც არ შეესაბამება სპეციალისტების ვარაუდს? არცერთი ექიმი არ გამორიცხავს ამ სეზონშივე რობერტის დაბრუნებას. ჩემი აზრით, ლოპესის განცხადება არაკორექტულია“, - მონაკოში, პოლონელ ჟირნალისტებთან საუბრისას განაცხადა მორელიმ.
„თუ რობერტი დაბრუნდა, ეს იქნება სრულფასოვანი დაბრუნება და არა ნაწილობრივი. მას არ დასჭირდბა თავისუფალ პრაქტიკებზე თავის შესაძლებლობათა შემოწმება. თუ ის ერთი წრის გავლას შეძლებს, ეს ნიშნავს, რომ მტელ უქმეებზეც ირბოლებს“, - დასძენს მორელი.
ავარიისას, კუბიცამ ბევრი სისხლი დაკარგა. გარდა ამისა, მას მარჯვენა ხელის იდაყვი და მაჯა, ასევე მარჯვენა ფეხი დაუზიანდა. ექიმებს რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ იმისათვის, რომ დარწმუნებით ეთქვათ - პოლონლ მრბოლს ხელის ამპუტაცია არ დასჭირდებოდა. საერთო ჯამში, კუბიცამ ჰოსპიტალში ორ თვეზე მეტი გაატარა და ის ერთი თვის წინ დატოვა.
მორელი ამბობს, რომ ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, კუბიცას ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმდენად, რომ მალე ის ჩვეულებრივი ავტომობილის მართვასაც კი შეძლებს. მენეჯერის თქმით, პოლონელი ყოველდღიურად ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა ფიზიკური ფორმა და ხელ-ფეხის ფუნქცია აღიდგინოს. რაც მთავარია, ინფექციის საშიშროება აღარ არსებობს.
მორელის თქმით, ტრავმირებული ხელით, კუბიცას უკვე შეუძლია საგნების აღება და თუ კიდურებს სრულფასოვნად ჯერაც ვერ ფლობს, ეს იმის გამოა, რომ დიდხანს მოუწია ლოგინში გაუნძრევლად წოლა და კუნთების მასა გალეული აქვს.
დაკიდევ, კუბიცა ძალიან განიცდის, როცა რბოლებს ტელეეკრანით უყურებს და მათში მონაწილეობის საშუალება არ აქვს. მონაკოს რბოლაზე მას პადოკში გასვლა შეეძლო (ის მონაკოში ცხოვრობს), მაგრამ ამისგან შეგნებულად შეიკავა თავი - გადაღლას მოერიდა. მორელი ამბობს: „ის მაშინ დაბრუნდება, როდესაც სარბოლო ფორმაში იქნება გამოწყობილი“.
No comments:
Post a Comment