ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 8, 2011

„მერსედესის“ აჩქარების მიზეზი შეიძლება დრეკადი ფრთა იყოს

Mercedes W02

8 მაისი

თურქეთის დიდი პრიზის შემდეგ, გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ „მერსედესის“ სარბოლი მანქანის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, შესაძლოა მასზე დრეკადი ფრთის დაყენებას გამოეწვია. ასეთი ვარაუდი გამოითქვა იტალიურ გაზეთ „ლა სტამპას“ ვებგვერდზე.

არადა, კვალიფიკაციის შემდეგ, „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ ნიკო როსბერგის (ფოტოზე) მიერ მესამე ადგილის დაკავება, მითვისაც და მთელი გუნდისთვისაც, მოულოდნელობა იყო. ამის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ ჩინური ეტაპის შემდეგ, მანქანა მხოლოდ მცირედით განახლდა.

და მაინც, „ლა სტამპას“ რეპორტიორი სტეფანო მანჩინი ირწმუნება, რომ გუნდის და კერძოდ, როსბერგის პროგრესი, პირველ რიგში, სწორედ დრეკადი წინა ფრთის დამსახურებაა, როგორიც აქამდე მხოლოდ „რედ ბულ რეისინგის“ RB7-ს ჰქონდა. ბევრი ამტკიცებს, რომ „რედ ბულის“ წარმატებათა მტავარი მიზეზი სწორედ დრეკადი ფრთაა, თუმცა ავსტრიული გუნდის ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ასეთი ფრთის არსებობას უარყოფს.

ასეა თუ ისე, „რედ ბულის“ ფრთის ლეგალურობა უკვე დაადასტურა ტექნიკურმა კომისიამ, რაც იმის საბაბი გახდა, რომ ახლა სხვა გუნდებიც ცდილობენ მსგავსი ელემენტის შემუშავებას. მათ შორისაა „ფერარიც“, რომლის შეფმა სტეფანო დომენიკალიმაც დაადასტურა, რომ მისი გუნდის ინჟინრები ახლა სწორედ ასეთი ფრთის შემუშავებაზე მუშაობენ.საყოველთაო აღიარებით, ასეთი ფრთა „რედ ბულს“ წრეზე დაახლოებით ნახევარი წამის უპირატესობას ანიჭებს.

No comments:

Post a Comment