„მერსედესის“ თავისუფალი პრაქტიკები
Button pips Rosberg in second practice
6 მაისი

ცოტა უცნაური კია, მაგრამ პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, მოწინავე ოთხი პოზიცია „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზე პილოტებს უკავიათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის „რენოს“ ძრავით მოასპარეზე „რედ ბულის“ მარკ უებერი. უფრო მეტიც, მორე სესიაზე საერთოდ ვერ გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვისაც პირველ სესიაზე ავარია შეემთხვა და მანქანა დაემტვრა.
სხვათა შორის, პირველი სესია საკმაოდ ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, რამაც განაპირობა კიდეც ფეტელის ავარია. მეორე სესიის დროს კი ტრასა მშრალი იყო და ბუნებრივია, შედეგებიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მთელი მეორე სესიის განმავლობაში, მოწინავე პოზიცია „მერსედესის“ და „მაკლარენის“ პილოტებს ეკავათ. მათ შორის კი ყველაზე სწრაფი ჯენსონ ბატონი გამოდგა, ვინც საბოლოოდ, 0.065 წამით აჯობა „მერსედესის“ ნიკო როსბერგს. მომდევნო ადგილები კი ლუის ჰამილტონმა და მიხაელ შუმახერმა დაიკავეს.

შუა სესიისას, სამქომიანების ბრძოლაში „ფერარის“ ფელიპე მასა ჩაერია, რომელმაც მოწინავე პოზიცია შუმახერს ჩამოართვა. მაგრამ სათავეში მხოლოდ სამი წუთი გაატარა, რადგან შემდეგ როსბერგმა ჩამოაქვეითა. გერმანელი ცხრილის სათავეში სესიის პირველი საათის მილევამდე დარჩა, მერე კი მას ბატონმა აჯობა. პრაქტიკის მიწურულს, მე-11 მოსახვევში, შუმახერი დატრიალდა, თუმცა მანქანა არ დაზიანებია.
მეორე სესიაზე, ფეტელი ტრასაზე არც გამოჩენილა. მარკ უებრი კი კარგა ხანს პელოტონის შუაში იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ყოველ გამოსვლაზე, რამდენიმე წრეს გადიოდა, რის გამოც, ავზები შედარებით სავსე ჰქონდა. სესიის მიწურულს, პრესტიჟისთვის მან ერთი სწრაფი წრე მაინც გაიარა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მხოლოდ მე-11 შედეგს დასჯერდა ფერნანდო ალონსო, ვისაც მეორე სესიის დასაწყისში, მანქანაზე ჰიდრავლიკა გაუჭირვეულდა. სესიის მეორე ნახევარში, ესპანელმა ტრასაზე გამოსვლა მოახერხა, მაგრამ სწრაფი წრით თავი ვერ გამოიჩინა.
თავისუფალი პრაქტიკა. პირველი სესია
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:38.670
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.072
3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:40.132
4. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:40.338
5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:40.401
6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:40.421
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:40.697
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:41.094
9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:41.178
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:41.347
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:42.564
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:42.597
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:43.525
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:43.913
15. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:43.986
16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:44.787
17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:44.954
18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:45.183
19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:45.237
20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:48.461
21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი) 1:51.676
22. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:55.791
23. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2:00.666
24. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე
თავისუფალი პრაქტიკა. მეორე სესია
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.456
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.521
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:27.033
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:27.063
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:27.149
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:27.340
7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:27.517
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:27.725
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:27.844
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:28.052
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:28.069
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:28.153
13. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:28.475
14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:28.765
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:28.828
16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:28.946
17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:29.409
18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:29.637
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:30.281
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:31.035
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:31.221
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:31.320
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:31.989
No comments:
Post a Comment