ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, May 5, 2011

დომენიკალი: განსხვავებას ნიუი იძლევა

Domenicali: Newey makes the difference

5 მაისი

ედრიან ნიუი (ფოტოზე) ის მთავარი ფაქტორია, რომლის წყალობითაც, „რედ ბულ რეისინგი“ დაუმარცხებელ ძალად იქცა. ეს ვარაუდი ეკუთვნის „ფერარის“ შეფ სტეფანო დომენიკალის, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ფორმულა 1-ში უფრო აეროდინამიკა ფასობს, ვიდრე ძრავების სიმძლავრე.

მიუხედავად იმისა, რომ „რენოს“ ძრავი აშკარად უფრო სუსტია, ვიდრე „ფერარისა“ და „მაკლარენისა“, „რედ ბულის“ RB7 მაინც მიუწვდომელია მეტოქეებისთვის. ავსტრიულმა გუნდმა შარშან ორივე ტიტული დაისაკუთრა და ეს სეზონიც ბრწყინვალედ დაიწყო. და ყველაფერი ეს, ნიუის დამსახურებაა, რომელიც თითქმის ყოველთვის ახერხებს აეროდინამიკურად სრულყოფილი ბოლიდების შექმნას.

„ფაქტია, რომ „რედ ბული“ საუკეთესო მანქანებს ამზადებს. რატომ? იმიტომ, რომ იქ ედრიან ნიუი მუშაობს და მის კრეატიულობას საზღვარი არ აქვს. დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ ეს ჩამორჩენა შევამციროთ. პირადად მე ვთვლი, რომ სწორედ ნიუი არის ის ფაქტორი, რომლის წყალობითაც, „რედ ბული“ სხვებზე წინაა. ის და მისი ჯგუფი საქმეს სხვებზე უკეთ ართმევს თავს“, - ამბობს დომენიკალი.

ისევე როგორც „ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო, დომენიკალიც ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მომავალში ფორმულა 1 აეროდინამიკაზე დამოკიდებულების ხარისხს შეამცირებს და წინ ძრავების ფაქტორს წამოსწევს. მისი აზრით, თანამედროვე სარბოლი მანქანების კონკურენტუნარიანობას, 90 პროცენტით სწორედ აეროდინამიკა განსაზღვრავს.

„აუცილებელია, რომ გუნდებსა და FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) შორის, ამ თემაზე კონსულტაციები ჩატარდეს. არანორმალურად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ფ1-ის თანამედროვე მანქანების კონკურენტუნარიანობა, 90 პროცენტით აეროდინამიკაზეა დამოკიდებული“, - ამბობს დომენიკალი.

No comments:

Post a Comment