ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, June 26, 2011

„მაკლარენი“ საკუთარი ძრავის წარმოებას არ აპირებს

McLaren Not Tempted To Build Own F1 Engine
26 ივნისი
„მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა უარყო პრესაში გავრცელებული ვარაუდი, რომლის თანახმადაც, 2014 წლიდან, როცა ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება და გუნდები 1.6-ლიტრიან V6 ძრავების გამოყენებას დაიწყებენ, „მაკლარენი“ საკუთარ ძრავებზე გადავა.
არადა, ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, უიტმარშმა თავად განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს“ მისი გუნდის საკუთარ ძრავებზე გადასვლას, როგორც ამას „ფერარი“ აკეთებს. მალე „მაკლარენი“ სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს წარმოებას დაიწყებს, ავტომობილისა, რომლის წყვილ ტურბოიანი 3.8-ლიტრიანი V8 ძრავიც, კომპანია „რიკარდოსთან“ ერთად შექმნა. ახლახანს კი „მაკლარენმა“ ფ1-ის V6 ძრავებზე გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც, ყველას მისი ნათქვამი გაახსენდა.
„ფორმულა 1 განსაკუთრებით მძლავრი სამარკეტინგო გამოწვევაა, მაგრამ აქ ყველაფერი ისე ძვირი ჯდება, რომ თუ წლიურად მილიონობით ავტომობილს არ აწარმოებ, მილიონობით და არა ათასობით, ასეთ წამოწყებას აზრი არ აქვს. „მაკლარენის“ მაქსიმალური საწარმოო სიმძლავრე კი, ამ ეტაპზე წლიურად მხოლოდ 4 500 ავტომობილია. ამიტომ, ძრავების წარმოებას ჩვენთვის იმდენი ხეირის მოტანა არ შეუძლია, რომ ამაზე ფულის დახარჯვა გვიღირდეს“, - ამბობს უიტმარში.

No comments:

Post a Comment