ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, June 21, 2011

რბოლის წინ ძრავების გადაპროგრამება იკრძალება

FIA in new engine mapping clampdown
21 ივნისი
„რედ ბულის“ მოწინავე პოზიციას ვალენსიაშივე სერიოზული საფრთხე ემუქრება

სანამ ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება შეიზღუდება, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გუნდებს ახალი აკრძალვა დაუწესა - ევროპის დიდი პრიზიდან მოყოლებული, კვალიფიკაციასა და რბოლას შორის, ძრავების პროგრამების შეცვლა აიკრძალა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია FIA-ს მიზნისკენ, წერტილი დაუსვას გამონაბოლქვი აირების აეროდინამიკური დანიშნულებით გამოყენებას.

ფედერაციის ტექნიკურმა დელეგატმა ჩარლი უაიტინგმა, ევროპული ეტაპის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, გუნდებს წერილები დაუგზავნა, რომლებშიც მითითებულია, რომ დაუყოვნებლივ იკრძალება კვალიფიკაციასა და რბოლას შორის, ძრავის პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა.
ამგვარად გუნდებს, მეტადრე კი „რედ ბულს“ აღარ ექნებათ იმის საშუალება, რომ საკვალიფიკაციო სესიის დროს, ძრავი გაძლიერებულ რეჟიმში ამუშაონ, რომლის დროსაც, მეტი საწვავის დაწვის ხარჯზე, ის გაცილებით მეტ ნამწვ აირს გამოჰყოფს და უფრო ეფექტურ გავლენას ახდენს ავტომობილის აეროდინამიკაზე. კვალიფიკაციის შემდეგ კი ძრავის მმართველ კომპიუტერში ახალი პროგრამა შეჰყავთ, რომელიც აფრეფატს შედარებით ზომიერ რეჟიმში ამუშავებს.
არსებობს მოსაზრება, რომ „რედ ბულ რეისინგის“ საკვალიფიკაციო დომინაცია სწორედ ძრავის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციფიურობის შედეგია. ავსტრიულ გუნდში შეძლეს, შეემუშავებინათ პროგრამა, რომელიც ერთ წრეზე, ძრავის გამონაბოლქვის ყველაზე ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
„მაკლარენის“ უფროსი სარბოლი ინჟინერი ფილ პრიუ თვლის, რომ „რედ ბულის“ მანქანა ორი რამითაა სხვებზე უკეთესი. ჯერ ერთი, მასზე საბურავები იდეალურადაა მორგებული და მეორეც, გუნდს ძრავის მართვის ყველაზე ეფექტური პროგრამა აქვს შემუშავებული, რისი წყალობითაც, დიფუზორისთვის სხვებზე უკეთ იყენებს გამობოლქვილი აირის ენერგიას.
სავარაუდოდ, ვალენსიადან მოყოლებული, „რედ ბული“ კვალიფიკაციებში გამოკვეთილი ფავორიტი აღარ იქნება

FIA-ს ახალი დირექტივის მიხედვით, კვალიფიკაციის შემდეგ, რბოლის დაწყებამდე, გუნდებს ძრავის პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლის უფლება აღარ ექნებათ. ამ მანიპულაციის შესრულების საშუალება მათ პირველივე პიტსტოპის დროს ექნებათ, თუმცა ეს ძნელად განსახორციელებელი იქნება, რადგან პიტსტოპი ძალიან მცირე დროში (2.5-4 წამში) სრულდება. ამ დროში კი კომპიუტერში ახალი პროგრამის ჩატვირთვა არარეალური უნდა იყოს. საკვალიფიკაციო პროგრამის რბოლისთვის დატოვება კი არაპრაქტიკული იქნება, რადგან ამ დროს, საწვავიც უფრო ინტენსიურად იხარჯება და ძრავის რესურსიც მცირდება.
ამგვარად, სანამ რამე ახალს მოიგონებენ, უმჯობესი იქნება, თუ გუნდები ძრავის საკვალიფიკაციო პროგრამებს აღარ გამოიყენებენ. ეს კი, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად, „რედ ბულს“ აზარალებს, რომელიც, როგორც ჩანს, კვალიფიკაციაში სწორედ სპეციალური პროგრამის დახმარებით დომინირებს. თუმცა, ახალი შეზღუდვით, მეტ-ნაკლებად ყველა მოწინავე გუნდის საშუალო სიჩქარე შემცირდება.
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი დარწმუნებულია, რომ FIA-ს მიერ დაწესებული შეზღუდვები, ჩემპიონატში ბევრ რამეს შეცვლის და რომ სილვერსტოუნიდან მოყოლებული (დომენიკალი ამას რომ ამბობდა, უაიტინგს ახალი დირექტივა ჯერ გამოქვეყნებული არ ჰქონდა), რბოლებში სულ სხვა სურათს ვიხილავთ. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ბრიტანული რბოლიდან, ჩემპიონატი ახალ სტარტს აიღებს და ტიტულისთვის ბრძოლაში, „რედ ბულის“ გარდა, სხვა გუნდებიც ჩაებმებიან.

No comments:

Post a Comment