European Grand Prix first free practice
24 ივნისი
ფერნანდო ალონსომ თავისუფალ პრაქტიკებზე საუკეთესო შედეგით გამოიჩინა თავი და თავის ფანებს იმის იმედი გაუჩინა, რომ ბოლოსდაბოლოს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და „ფერარი“ შეძლებენ „რედ ბულთან“ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ფეტელთან გამკლავებას. მითუმეტეს, მეორე დროც არა „რედ ბულის“ რომელიმე პილოტს, არამედ ალონსოს ყოფილ თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს ჰქონდა.
არადა, პირველი სესიის შემდეგ, ცხრილის სათავეში მაინც ავსტრიული გუნდის პილოტი - მარკ უებერი იყო, რომელმაც ვალენსიას საქალაქო ტრასაზე შარშან ფრენის უმაღლესი პილოტაჟი შეასრულა. ავსტრალიელმა თითქმის წამით აჯობა მეორე შედეგის მქონე რუს ვიტალი პეტროვს. თუმცა, ამ სესიას ძალთა რეალური განლაგების ჩვენება რომ არ შეეძლო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მეორე შედეგი რუს პილოტს ჰქონდა.
პირველ სესიაზე, ტრასაზე გამოსვლა ამაოდ სცადა „ლოტუსის“ სარეზერვო პილოტმა, ინდოელმა კარუნ ჩანდჰოკმა, ვინც პიტლეინიდან გამოსვლაც კი ვერ შეძლო, რადგან მეორე გადაცემაზე გადართვაც კი ვერ შეძლო. ჩანდჰოკმა კოკპიტი იმ იმედით დატოვა, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის პრაქტიკაზე მაინც შეძლებს განავარდებას.
მეორე სესიაზე მისი ბედი გაიზიარა ესპანელმა ხაიმე ალგერსუარიმ, ვისაც ტრასაზე გამოსვლის საშუალება, მანქანაში არსებულმა მექანიკურმა პრობლემებმა არ მისცა. სამაგიეროდ, „ზაუბერს“ დაუბრუნდა მექსიკელი სერხიო პერესი, ვინც მონაკოს კვალიფიკაციაზე განცდილი სერიოზული ინციდენტის შემდეგ, ორი რბოლა (მონაკო და კანადა) გამოტოვა. თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:40.403
2. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:41.227
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:41.239
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.510
5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:41.580
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:41.758
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.926
8. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:41.955
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.043
10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:42.216
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.270
12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:42.412
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:42.704
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:42.738
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:42.841
16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:42.941
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:43.201
18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:43.769
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:44.136
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:45.026
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:45.221
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:45.494
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:46.926
24. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) დროის გარეშე
მეორე სესია
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:37.968
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.195
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:38.265
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:38.315
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:38.443
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.483
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:38.531
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.981
9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:39.040
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:39.586
11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:39.626
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.020
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:40.301
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:40.363
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:40.454
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:40.531
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:42.083
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:42.156
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:42.239
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:42.273
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:42.809
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:44.460
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:46.906
24. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) დროის გარეშე
No comments:
Post a Comment