Haug Denies Mercedes Set For Rally Switch
26 ივნისი
„მერსედეს ბენცის“ მოტორსპორტის განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა ნორბერტ ჰაუგმა (ფოტოზე) უარყო პრესაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, მისი კომპანია ფორმულა ერთიდან წასვლას და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადასვლას გეგმავს.
„რალის რბოლები ძალიან მომწონს. ვალტერ რიორლის (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გერმანიიდან) ეპოქაში, მე სწორედ რალის რბოლების რეპორტიორი ვიყავი. მაგრამ ამჟამად ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ფორმულა 1-ს უკავშირდება და პროფილის შეცვლას არ ვაპირებთ“, - ამბობს ჰაუგი.
გარდა იმისა, რომ ფ1-ში საკუთარი გუნდი ჰყავს და ძრავებით კიდევ ორ საჯინიბოს - „მაკლარენს“ და „ფორს ინდიას“ ამარაგებს, ასევე გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატში (DTM) ასპარეზობს.
No comments:
Post a Comment