Button defends Hamilton's driving
14 ივნისი
მონაკოსა და მონრეალის შემდეგ, ლუის ჰამილტონს ყველა აკრიტიკებს, თითქმის ყველა. თუმცა მას დამცველებიც ჰყავს, რომელთა შორისაც მისი თანაგუნდელი და უპირველესი მეტოქე ჯენსონ ბატონია. ბრიტანელ პილოტს აკრიტიკებენ იმისათვის, რომ ის ყოველ ხელსაყრელ მომენტში გასწრებას ცდილობს. ასე იყო მონაკოში, სადაც მისმა „აგრესიამ“ ტრასის მიღმა ფელიპე მასა და პასტორ მალდონადო დატოვა, ასე იყო კანადაშიც, სადაც ის მარკ უებერს და ბატონს დაეჯახა.
მოკლედ, კანადური რბოლის რეპორტაჟისას, ნიკი ლაუდამ გერმანული ტელეარხის ეთერში, ხმამაღლა მოითხოვა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონის დასჯა, მოგვიანებით კი, ბრიტანელი პილოტი თავშეკავებულად, თუმცა მაინც გააკრიტიკა ემერსონ ფიტიპალდიმ, ვინც კანადურ რბოლას სტიუარდს რანგში მოემსახურა.მონაკოსა და მონრეალის შემდეგ, ლუის ჰამილტონს ყველა აკრიტიკებს, თითქმის ყველა. თუმცა მას დამცველებიც ჰყავს, რომელთა შორისაც მისი თანაგუნდელი და უპირველესი მეტოქე ჯენსონ ბატონია. ბრიტანელ პილოტს აკრიტიკებენ იმისათვის, რომ ის ყოველ ხელსაყრელ მომენტში გასწრებას ცდილობს. ასე იყო მონაკოში, სადაც მისმა „აგრესიამ“ ტრასის მიღმა ფელიპე მასა და პასტორ მალდონადო დატოვა, ასე იყო კანადაშიც, სადაც ის მარკ უებერს და ბატონს დაეჯახა.
სამაგიეროდ, რბოლის ტრიუმფატორმა ბატონმა თანაგუნდელს მოუბოდიშა და აღიარა, მისი მანევრი ვერ შენიშნა და შეჯახებაც ამის გამო მოხდა. „ლუისს ხშირად აკრიტიკებენ და ხშირად ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ის წარმოუდგენლად კარგი პილოტია. ის მრბოლი, მებრძოლია. მე სწორედ მის ამ თვისებათა გამო მინდოდა ამ გუნდში მოხვედრა. ისეთი პილოტის გვერდზე და მეტოქედ ყოფნა, რომელიც სუპერ ნიჭიერია და ჩემი აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფ1-ის ისტორიაში.
ტრასაზე მასთან მეტოქეობა მოვლენაა. ჩვენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვაქვს. შარშან და ამ სეზონში, ჩვენ ერთმანეთს არაერთხელ გადავყრივართ ტრასაზე და არასდროს დავჯახებივართ. ერთმანეთს გასწრებისთვის დერეფანს ყოველთვის ვუტოვებთ. ასე რომ, ნიკის კრიტიკას ვერ დავეთანხმები, ლუისის სტილი აგრესიულია და ყოველთვის ცდილობს უპირატესობის გამოყენებას. ზოგჯერ გამოსდის მანევრი, ზოგჯერ - არა. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ყველა ჩვენგანზეც. უბრალოდ, ის ამგვარ სიტუაციებში სხვებზე ხშირად ხვდება“, - ამბობს ბატონი და მასსა და ჰამილტონს შორის მომხდარ ინციდენტსაც აღწერს:
„რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ლუისს შევეჯახე. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. იმ მომენტში ვერც წარმოვიდგენდი, თუ იქ იქნებოდა. მან გასწრება სცადა და ჩვენ დავეჯახეთ. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან თანაგუნდელთან შეჯახება არავის სურს. მაგრამ ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ და მან ყველაფერი გამიგო. რბოლის მერე კი მან ერთ-ერთმა პირველმა მომილოცა, რაც ძალიან მესიამოვნა“.
სხვათა შორის, ნარბოლევს სტიუარდებმა დაწვრილებით გააანალიზეს „მაკლარენის“ პილოტების ინციდენტი და ის ჩვეულებრივ სარბოლ შემთხვევად მიიჩნიეს...
No comments:
Post a Comment