ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, June 25, 2011

პოულ პოზიცია ისევ ფეტელისაა

Vettel grabs another pole
25 ივნისი
„რედ ბულ რეისინგის“ საკვალიფიკაციო დომინაციას ვერც მას შემდეგ დაესვა წერტილი, რაც კვალიფიკაციასა და რბოლას შორის, ძრავების გადაპროგრამება აიკრძალა. თითქოს არაფერი შეცვლილაო - სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა ვალენსიაშიც ყველა ჩამოიტოვეს და რბოლის პირველი ხაზიდან დაწყების უფლება მოიპოვეს.
რა თქმა უნდა პირველი ამჯერადაც ფეტელია. რა თქმა უნდა იმიტომ, რომ გერმანელმა მსოფლიო ჩემპიონმა, ამ სეზონში უკვე რვიდან შვიდი პოულ პოზიცია მოიპივა და იმ ერთსაც იმიტომ ვერ შესწვდა, რომ უებერი უფრო სწრაფი იყო. ისე კი, გასული სეზონიდან მოყოლებული, ავსტრიული გუნდის პილოტებს ზედიზედ 9 პოული აქვთ მოპოვებული, რითაც მათ „მაკლარენის“ 1998 წლის მიღწევა გაიმეორეს.

„ბევრი ელოდა, რომ ჩვენ სხვებზე მეტად დავზარალდებოდით, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ და ეს საქმითაც დავამტკიცეთ“, - განაცხადა ფეტელმა, ვისაც ამ სეზონში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ვისი შედგი - 1 წუთი და 36.975 წამი, აბსოლუტურად საუკეთესოა ვალენსიას საქალაქო ტრასაზე.
„ვფიქრობ, ჩვენი შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. ყველას იმის საწინააღმდეგო დავუმტკიცეთ, რასაც ელოდნენ. სხვა გუნდებში და ჩვენთანაც, ბევრი ელოდა, რომ რეგლამენტის ცვლილების შემდეგ, ჩვენი უპირატესობა გაქრებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ ისევ წინ ვართ და ეს სასიამოვნოა“, - განაცხადა უებერმა, ვინც თანაგუნდელს 0.188 წამით ჩამორჩა. სხვათა შორის, უებერმა ამ სეზონში ერთადერთი პოული ასევე ესპანეთში, ოღონდ ბარსელონას ტრასაზე მოიპოვა და მაშიბნაც რბოლა მოწინავე პოზიციიდან „რედ ბულის“ პილოტებმა დაიწყეს.
მეორე რიგში ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო დადგებიან, რომლებმაც შესაბამისად, მესამე და მეოთხე დრო აჩვენეს. მესამე რიგშიც „ფერარის“ და „მაკლარენის“ პილოტები - ფელიპე მასა (მეხუთეა) და ჯენსონ ბატონი (მეექვსე) დადგებიან.
თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა ბატონი, ვინც განაცხადა, რომ კვალიფიკაციის მეორე სეგმენტში მისი მანქანა კარგად იყო დაბალანსებული, თუმცა გადამწყვეტ სეგმენტში, ჭარბი მოხვევადობისადმი მიდრეკილი გახდა. ბრიტანელის ვარაუდით, ეს იმის ბრალია, რომ ამ დროს ტრასის ზედაპირის ტემპერატურა გაზრდილი იყო.

ევროპის დდ პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:36.975
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:37.163
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:37.380
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:37.454
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:37.535
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:37.645
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:38.231
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:38.240
9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            დროის გარეშე
10. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)             დროის გარეშე
- - - - - - - - - -                                           
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:39.068
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:39.422
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:39.489
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:39.525
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:39.645
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:39.657
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:39.711
- - - - - - - - - -                                          
18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:40.232
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:41.664
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:42.234
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:42.553
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:43.584
23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:43.735
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:44.363

No comments:

Post a Comment