ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, June 21, 2011

ნასქარ-ის მაგივრად აშშ-ის დიდი პრიზი

21 ივნისი
ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია „რედ ბული“ შეაჩერებს ამერიკული ავტოსპორტის უმაღლეს დივიზიონში - ნასქარ-ის სპრინტის თასზე საკუთარ პროგრამას, რაც მისივე სახელის მატარებელი გუნდის დახურვას ნიშნავს. სამაგიეროდ, „წითელი ხარები“ ფორმულა 1-ის ამერიკული დიდი პრიზის სპონსორობაზე გადაერთვებიან.
ექვსი სეზონია, რაც „რედ ბულის“ გუნდ ნასქარ-ის სპრინტის ტასზე ასპარეზობს და ამ პრიოდში მისი მონაგარი მხოლოდ ერთი გამარჯვება და 7 პოულ პოზიციაა. გუნდის დახურვის გადაწყვეტილება ავსტრიულმა კომპანიამ ნასქარ-ის მიჩიგანის რბოლის შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გუნდის წევრებისთვის სრული მოულოდნრლობა გამოდგა.

საერთოდ, „რედ ბულისთვის“ ამერიკული ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და თავის დროზე, ავსტრიულმა კომპანიამ ნასქარ-ზე სწორედ ამის გამო შეაჩერა არჩევანი - ამ სერიის რბოლები ამერიკაში ყველაზე პოპულარულია. იქ „რედ ბული“ „ტოიოტას“ მანქანებით ასპარეზობს, მაგრამ საშუალოზე დაბალი შედეგების გამო, კომპანიის დამაარსებელმა და მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა. თავისი ბრენდის სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტა, რასაც ლოგიკური ახსნაც მოუძებნა.
„ნასქარ-ში პილოტების საშუალო ასაკის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც „რედ ბულის“ ინტერესებში არ შედის, რადგან მისი პროდუქცია ახალგაზრდა მომხმარებელზეა ორიენტირებული. მომავალ სეზონში, აშშ ფორმულა ერთში თავის დიდ პრიზს ჩაატარებს და „რედ ბული“ შეიძლება მისი ტიტულოვანი სპონსორი გახდეს. თუმცა, „რედ ბული“ ნასქარ-ს სრულად ალბათ არ მიატოვებს, რადგან ამერიკის ბაზარი ამ კომპანიისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - ამბობს სააგენტო „ჯასტ მარკეტინგის“ დამაარსებელი ზეკ ბრაუნი, ვინც ავტოსპორტში სპონსორების მოზიდვაზეა სპეციალიზებული.
გამოცემა „ექსამინერი“ ვარაუდობს, რომ ნასქარ-ში „რედ ბული“ რომელიმე პილოტის სპონსორად დარჩება, რაც ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. ის ასევე გააგრძელებს ნასქარ-ის მესამე დივიზიონის (პიკაპების კლასი) პილოტ კოულ უიტის მხარდაჭერას.
ამჟამად „რედ ბულის“ ნასქარ-ის გუნდში ორი პილოტი ირიცხება. ესენი არიან კეისი კეინი და ბრაიან ვიკერსი, რომლებსაც ჩემპიონატში შესაბამისად, მე-19 და 24-ე ადგილები უკავიათ. სხვათა შორის, ამავე გუნდის „ტოიოტათი“ ამ სეზონში ფ1-ის ყოფილი პილოტი სკოტ სპიდიც ასპარეზობდა. თუმცა გუნდმა მასთან ვადაზე ადრე გაწყვიტა კონტრაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, „რედ ბულის“ ნასქარ-ის გუნდი შესაძლოა, ამავე სერიის სახელგანთქმულმა მრბოლმა, მარკ მარტინმა გამოისყიდოს, რომელიც საკუთარი გუნდის შექმნას აპირებს.

No comments:

Post a Comment