ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, June 10, 2011

ფეტელი ჩემპიონთა კედელს ჩაეხუტა

Vettel hits Montreal's 'Wall of Champions'
10 ივნისი
ფერნანდო ალონსო
კანადური ეტაპის ჯერიც დადგა, ეტაპისა, რომლის შემდეგაც, თუ კიდევ რამე არ შეიცვალა, ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. და მერე რა იქნება, არავინ იცის. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ამ ელემენტის გაუქმებით, „რედ ბულ რეისინგის“ მანქანები წრეზე 0.8 წამს დაკარგავენ. ამით კონკურენცია გამძაფრდება და იქნებ, ჩემპიონატიც უფრო საინტერესო გახდეს.


მოკლედ, სებასტიან ფეტელის ლიდერის პოზიცია საკმაოდ მყარად მოსჩანს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა თადარიგი ახლავე უნდა დაიჭიროს იმისათვის, რომ სეზონის დარჩენილ რბოლებში, ეს ლიდერობა შეინარჩუნოს. მეორე მხრივ, მის მთაცარ მეტოქეს - ლუსი ჰამილტონს მონრეალის რბოლა ორჯერ (2007 და 2010 წლებში) აქვს მოგებული...
პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების მიხედვით ვერაფერზე ვიმსჯელებთ. არც ის ნიშნავს რამეს, რომ პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი ნიკო როსბერგი იყო და არც ის, რომ ორივეს ჯამში ყველას ფერნანდო ალონსომ აჯობა. სამაგიეროდ, იმის აღნიშვნა ღირს, რომ პირველ სესიაზე, ფეტელი ეგრეთ წოდებულ ჩემპიონთა კედელს დაეჯახა.
ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ეს კედელი ბოლო შიკეინის გამოსასვლელში, სტარტ-ფინიშის დასაწყისშია და მისი გვერდის ავლა იმდენად რთულია, რომ ძნელი გასახსენებელია ჩემპიონი, ვისაც მასზე თავისი ბოლიდი არ მიუმსხვრევია. საბედნიეროდ, იქ სიჩქარე იმდენად მაღალი არაა, რომ ამან პილოტებს რამე ავნოს. თანაც, როგორც წესი, მანქანა კედელს გვერდულად, მოძრაობის მიმართულების გასწვრივ ეჯახება, რაც დარტყმის ძალას ასუსტებს. ფეტელიც უვნებელი გადარჩა, თუმცა მანქანა გვარიანად დააზიანა, სესია კი გასაჩერებელი გახდა.
ნიკო როსბერგი

როგორც თავადვე განმარტა, ის კერბზე ავარდა, შემდეგ ტრასაზე გასრიალდა და საჭეც ამიტომ ვერ დაიმორჩილა. სხვათა შორის, ავარიამდე მის მანქანაზე მუხრუჭები გაჭირვეულდა. მოკლედ, ჩემპიონისთვის კანადური ეტაპი ნავსიანად დაიწყო. სესიაზე ის აღარ გამოსულა და მაყურებლის რანგში უყურა როსბერგის გაჯეჯილებას.
გერმანელმა შესანიშნავი დრო დააფიქსირა - წუთი და 15.591 წამი და ნახევარ წამზე მეტით აჯობა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ალონსოს. რაც მთავარია, თითქმის წამით ჩამოიტოვა თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელი - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, ვისაც კანადური რბოლა შვიდჯერ(!) აქვს მოგებული.
სხვათა შორის, პირველი სესია მეტწილად ბოწსებში გაატარა ჰამილტონმაც, ვისაც თავის კარიერაში პირველი დიდი პრიზი სწორედ ამ ტრასაზე აქვს მოგებული. მის მანქანაზეც საჭის ღერძი დაზიანდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან მაინც მეექვსე შედეგი აჩვენა.
ორი სესიის ჯამში, სწრაფის გარდა, ყველაზე სტაბილურიც ალონსო გამოდგა, ვისაც სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის შემდეგ, პოულ პოზიცია ვერაფრით მოუპოვებია. მეორე სესიაზე, მან პირველზე დაფიქსირებული თავისივე დრო თითქმის წამით გააუმჯობესა.
ავარიების გამო, მეორე სესიაც რამდენჯერმე შეწყდა. მანქანები იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, ბელგიელმა ჟერომ დ’ამბროზიომ და გერმანელმა ადრიან სუტილმა დაამტვრიეს.

კანადის დიდი პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:15.591
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:16.139
3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:16.549
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:16.658
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:16.676
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:16.842
7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)            1:16.990
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:17.294
9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            1:17.445
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:17.549
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:17.662
12. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  1:17.820
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:18.458
14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:18.506
15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:18.648
16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:18.852
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:18.932
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:19.274
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:19.422
20. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:19.577
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:19.838
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:19.960
23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:20.520
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:20.839

მეორე სესია
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:15.107
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:15.476
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:15.601
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი)          1:15.977
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:15.989
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:16.089
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:16.102
8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           1:16.324
9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            1:16.422
10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:16.687
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:16.905
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:16.941
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:17.051
14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:17.684
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:17.757
16. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:18.470
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:18.482
18. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი)             1:18.536
19. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:18.601
20. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:19.209
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:19.810
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:20.284
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:20.311
24. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:20.922

No comments:

Post a Comment