ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, June 26, 2011

ბატონის მეორასე დიდი პრიზი უნგრეთში

Button To Mark 200th Grand Prix In Hungary
26 ივნისი
მიმდინარე სეზონის უნგრეთის დიდი პრიზი მეორასე იქნება ჯენსონ ბატონის ფ1-ის კარიერაში. ბუდაპეშტის ტრასა ის ადგილია, სადაც მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა, თავის კარიერაში პირველად მოიგო ფ1-ის რბოლა.
წლევანდელი უნგრული რბოლა მეორასეა, რომლებზეც ბატონი სტარტზე გამოსულა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სტატისტიკა ამჯერადაც არაერთგვაროვანია. ლერძოდ, წესით, ბატონისთვის მეორასე ბრიტანული ეტაპი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ორჯერ მან რბოლის სტარტზე დადგომა ვერ შეძლო და ამიტომ, „საიუბილეო“ რბოლა მისთვის უნგრეთში ჩატარდება.
ბატონს, ვინც ამჟამად 31 წლისაა, ორი რბოლა გაუცდა. პირველად ეს 2003 წელს, მონაკოში მოხდა - ბრიტანელს თავისუფალი პრაქტიკისას ავარია მოუვიდა. ორი წლის შემდეგ კი, აშშ-ის დიდი პრიზის სტარტზე „მიშლენის“ საბურავებით მოასპარეზე უკლებლივ ყველა გუნდი არ გამოვიდა (არასაკმარისი უსაფრთხოების საბაბით). სხვათა შორის, თავადაც თვლის, რომ მისი მეორასე რბოლა უნგრეთში იქნება:
„მე მხოლოდ იმ ეტაპებს ვითვლი, რომელთა სტარტზეც ვიდექი. ასე რომ, ჩემი მეორასე რბოლა უნგრეთში იქნება“, შვეიცარულ გაზეთ „ბლიკთან“ საუბრისას განაცხადა ბატონმა, ვინც პირველი გამარჯვება 2006 წლის 6 აგვისტოს, „ჰონდას“ ბოლიდით, სწორედ ბუდაპეშტში მოიპოვა. და ეს მისი 113-ე რბოლა იყო ფ1-ში.
ამაზე მეტ რბოლაში, მოგების გარეშე, მხოლოდ ორს - იარნო ტრულისა (118 რბოლა) და რუბენს ბარიკელოს (123) უასპარეზიათ. დღეისათვის, მათ შორის, ვისაც ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ, ყველაზე მეტ (179) რბოლაში ნიკ ჰაიდფელდია გამოსული.
ფ1-ის ისტორიაში, ბატონზე მეტ სტარტზე მხოლოდ 11 პილოტი მდგარა. მათ შორის, ყველაზე მეტი (310) რბოლა ბარიკელოს ანგარიშზეა, მას კი მიხაელ შუმახერი (274) მოჰყვება. ამ სეზონის ბოლოს, ბატონი ამ მაჩვენებლით მერვე ადგილზე გადაინაცვლებს. ამ სეზონის შემდეგ, ის ფრანგ ალენ პროსტს (198), ფრანგ ჟან ალეზის (201), ბრაზილიელ ნელსონ პიკეს (203) გაასწრებს და იტალიელ ანდრეა დე ჩეზარისს (208) გაუტოლდება. შემდეგ სეზონში კი ავსტრიელ გერჰარდ ბერგერს გაასწრებს.

No comments:

Post a Comment