Kubica's manager: Brazil return possible
14 ივნისი
რობერტ კუბიცას მენეჯერი იმედს არ კარგავს, რომ სეზონის ბოლო რბოლისთვის, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდება, პოლონელი პილოტი სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს და ტრასაზეც გამოვა. მისი თქმით, კუბიცას სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინაარეობს - „რენოს“ მრბოლს მარჯვენა ფეხის ფუნქცია სრულად აღუდგა, თუმცა ის ჯერ მარჯვენა ხელს სრულფასოვნად ვერ იყენებს.
„გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებულია. მარჯვენა ფეხი წესრიგშია. პრობლემა მხოლოდ ფეხში რომ ყოფილიყო, ახლავე ვიტყოდი, რომ რობერტი მწყობრშია. მაგრამ ამაზე არც ადრე ვშიშობდით. მთავარი ხელის მდგომარეობაა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როგორც კი ის სიმულატორს მიუჯდება, მაშინვე გვექნება პასუხი კითხვაზე - შეძლებს თუ არა ამ სეზონშივე ასპარეზობას. და ამისათვის ტრასაზე ვარჯიშიც არ დასჭირდება“, - ამბობს მორელი.პოლონურმა ვერგვერდმა „fakt.pl-მ“ კუბიცას პირველი ფოტოები გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პოლონელი რალის რბოლისას მძიმე ავარიაში მოყვა. ფოტოებზე კარგად ჩანს მის მარჯვენა მკლავზე ნაოპერაციები იარა. ხელი კორსეტშია, მრბოლი კი ჯერაც ყავარჯნის დახმარებით გადაადგილდება.
„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, კანადური დიდი პრიზის შემდეგ, კუბიცას ტრავმირებულ მკლავზე კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს. გენუას ჰოსპიტალში პოლონელი პილოტი რამდენიმე დღეს დაჰყოფს და შემდეგ ისევ სარეაბილიტაციო კურსს გააგრძელებს.
ამასობაში, „რენოს“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თავისი პილოტების შერჩევას სეზონის ბოლოსთვის გადადებს, როცა სავარაუდოდ, კუბიცას მომავალი გარკვეული იქნება. ამასთან, მომავალი სეზონისთვის, გუნდში ადგილი მხოლოდ ერთ პილოტს - რუს ვიტალი პეტროვს აქვს გარანტირებული. გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს კი ალბათ იმ შემთხვევაშიც არ დატოვებენ, თუ კუბიცა დაბრუნებას ვერ შეძლებს.
No comments:
Post a Comment