Adrian Newey about ban of blown diffuser
27 ივნისი
ბრიტანული ეტაპიდან, ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება იზღუდება. ფორმულა 1-ის ტექნიკური დეპარტამენტის შეფი და ფ1-ის რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი ირწმუნება, რომ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილ ამ ცვლილებას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს და არა პოლიტიკური. ანუ, ეს იმისათვის არ კეთდება, რომ „რედ ბულ რეისინგის“ უპირატესობა შემცირდეს...
ასეა თუ ისე, ბრიტანეთისთვის ყველა გუნდს მოუწევს თავისი მანქანის კონსტრუქციის გადაკეთება. რა თქმა უნდა, მათ წინაშე რთული ამოცანა დგას, რადგან ზოგიერთის (რედ ბულის და რენოს) ჩასაბერი დიფუზორი მანქანის კონსტრუქციაში იმგვარადაა ინტეგრირებული, რომ მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აი, რას ფიქრობს ყოველივეზე ავსტრიული საჯინიბოს ტექნიკური დირექტორი და საჩემპიონო მანქანის ავტორი ედრიან ნიუი (ფოტოზე):
„ფედერაციამ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამას შევეგუოთ. ძნელი სათქმელია, რამდენად უარყოფითად იმოქმედებს ეს ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე. „ლოტუს რენოს“ ინჟინრებმა თავიანთი მანქანის კონსტრუქცია სწორედ ამ ელემენტის მიხედვით შეიმუშავეს. და მე კარგად მესმის მათი მდგომარეობა. მათსავით, მანქანის დამზადებისას, ჩვენც თავიდანვე გავითვალისწინეთ ჩასაბერი დიფუზორის თავისებურებები. მინდა ვთქვა, რომ ამ ელემენტის გარეშე, ეს მანქანა ტრასაზე არასდროს გასულა. ამიტომ, ჯერ არ ვიცით, მის გარეშე რამდენად შეიცვლება მისი თვისებები.
სავარაუდოდ, „ფერარისა“ და „მერსედესზე“, ალბათ „მაკლარენზეც“, ეს ცვლილებები ნაკლებად იმოქმედებს. რადგან მათ ასეთი დიფუზორები მანქანის შექმნის შემდეგ შეიმუშავეს და მის კონსტრუქციას მიუსადაგეს. რეგლამენტის შეცვლის შესახებ რომ გავიგეთ, მანქანის ქმედებების კომპიუტერული სიმულაცია ჩავატარეთ, მაგრამ ასე გარკვეული პასუხის მიღება ძალიან ძნელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ამ ელემენტის მოხსნა როგორ იმოქმედებს მანქანის აეროდინამიკურ ბალანსზე. სიმულაცია ამაზე პასუხს ვერ მოგვცემს. სხვაობა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მრბოლები მანქანას ასეთი დიფუზორის გარეშე გამოიყვანენ ტრასაზე. ეს კი სილვერსტოუნამდე არ მოხდება. ამიტომ, სიტუაციის შეფასება ჯერჯერობით გამიჭირდება“.

No comments:
Post a Comment