Toyota to field all-new LMP1 at Le Mans next year?
20 ივნისი
ლე მანის 24-საათიანი რბოლები ყოველთვის საინტერესო საცქერია, თუმცა ბოლო წლებში, მის ყველაზე პრესტიჟულ, LMP1 კლასში სულ უფრო ცოტა ავტო მწარმოებელი მონაწილეობს. მათშ შორის კი ყველაზე გამორჩეულია „აუდი“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, პირველობას არავის უთმობს. გერმანულ კომპანიას მეტნაკლებ წინააღმდეგობას „პეჟო“ უწევს, „ასტონ მარტინი“ კი მათ შორისაც არ ჩანს. არადა, მანამდე გრან ტურიზმოს (GT) კლასებში დომინირებდა.
LMP2 კლასში რამდენიმე მანქანით ასპარეზობს „ჰონდა“, GT კლასებში კი სუპერ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები ერთმანეთში არკვევენ საუკეთესოს ვინაობას. LMP1 კლასში რამდენიმე გამოცდილი გუნდიც ასპარეზობს, რომლებიც „ლოლას“, „ციტეკის“, „ორეკას“ და „ჯადის“ შასის, სხვადასხვა მწარმოებლის ძრავებით იყენებენ.
ერთი შეხედვით, მრავალფეროვნებაა, მაგრამ პატარა გუნდები საქარხნო საჯინიბოებს ვერც ფინანსურად და ვერც ტექნოლოგიურად ვერ უწევენ წინააღმდეგობას. თუმცა, მალე შეიძლება ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალოს. საქმე ისაა, რომ LMP1 კლასში ასპარეზობას რამდენიმე დიდი კომპანია აპირებს. მათ შორის კი ყველაზე ძლიერი „ტოიოტაა“, რომელსაც ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამარჯვების გემო ჯერაც ახსოვს.
იაპონური კომპანია, სარბოლი ტექნიკის წარმოებაზე სპეციალიზებულ იაპონურსავე „დოუმთან“ ერთად, სარბოლი პროტოტიპის შესაქმნელად უკვე ერთი წელია, მუშაობს. „ტოიოტა“ ფორმულა ერთში გადასვლამდე სწორედ ლე მანზე დომინირებდა, მისი „GT-ვან-ის“ მიერ სარტეს (სადაც ლე მანის რბოლა ტარდება ხოლმე) ტრასაზე 1999 წელს ნაჩვენები წრის რეკორდი კი 2006 წლამდე ხელშეუხებელი იყო.
No comments:
Post a Comment