Renault To Keep Name, Black Livery In 2012
19 ივნისი
„რენოს“ ფ1-ის გუნდი თავის ახლანდელ სახელს - „ლოტუს რენო GP-ს“ შეინარჩუნუბს, თუმც ჯგუფ „ლოტუსის“ შეფი დენი ბაჰარი ამბობს, რომ თუ მისი კომპანია ფორმულა ერთში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს, მაშინ სახელის შეცვლის საკითხი აქტუალური გახდება. სააგენტო როიტერსთან საუბრისას, ბაჰარმა ისიც განაცხადა, რომ გუნდი არც შეფერილობას შეიცვლის და მომავალ სეზონშიც შავ-ოქროსფერებში გამოწყობილი მანქანებით იასპარეზებს.
მართალია, ენსტოუნში ბაზირებული გუნდის ოფიციალური სახელია „ლოტუს რენო GP“, მაგრამ კომენტატორების უმეტესობა მას კვლავაც „რენოს“ სახელით მოიხსენიებს, „ლოტუსს“ კი მალაიზიელ ავია მაგნატ ტონი ფერნანდესის „ტიმ ლოტუსს“ უწოდებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ფერნანდესს ამ სახელის გამოყენების უფლება დაუტოვა და იმავდროულად, ბრენდ „ლოტუსით“ სარგებლობის უფლება, ამავე სახელწოდების მქონე კომპანიას მიანიჭა.ბაჰარის თქმით, მას არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ მისი გუნდის შასის სახელად „რენო“ გამოიყენებოდს: „თუ ჩვენი კომპანია გადაწყვეტს, რომ ფ1-ში დიდი ხნით უნდა დარჩეს, ეს ნიშნავს, რომ ის გუნდის მფლობელის რანგში იქნება და მაშინ, სახელის გამოცვლაც აქტუალური გახდება. მაგრამ ამჟამად ეს საკითხი ჩვენ არ გვაწუხებს და მომავალ სეზონშიც ასე იქნება“, - ამბობს ბაჰარი.
საქმე ისაა, რომ მომავალი სეზონის დასრულებისთანავე, თანხმობის ახლანდელ ხელშეკრულებას ვადა გაუვა. მოქმედი ხელშეკრულების პერიოდში, გუნდისთვის სახელის შეცვლას, ყველა დანარჩენი გუნდის თანხმობა სჭირდება, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას კი „რენო ლოტუსი“ სახელს უმტკივნეულოდ შეიცვლის.
მანამდე კი „რენო ლოტუსი“, რომლის უმსხვილესი აქციონერიც, შვეიცარული საინვესტიციო ჯგუფი „გენიი კეპიტალია“, ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის გუნდთან თავისი ნათესაობის ხაზგასასმელად, შავ ფერს შეინარჩუნებს. სწორედ იმ ფერს, რომლითაც ძველმა „ლოტუსმა“ სახელი გაითქვა.
No comments:
Post a Comment