The next Lewis Hamilton? McLaren signs 13-year-old karting champ
29 ივნისი
18 წლის წინ, პატარა ლუის ჰამილტონი რონ დენისთან მისულა, საკუთარი თავი წარუდგენია და უთქვამს, რომ ძალიან უნდა, როდესმე მისი გუნდის პილოტი გახდეს. 13 წლის შემდეგ, მან ეს სურვილი აისრულა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონიც გახდა. ამის შემდეგ, „მაკლარენის“ მაგალითს ბევრმა გუნდმა მიბაძა და რა თქმა უნდა, თავის ტრადიციას თავად „მაკლარენიც“ აგრძელებს...
ისევე როგორც სხვა გუნდებმა, „მაკლარენმაც“ ახალგაზრდა პილოტების სრულყოფის პროგრამის (მაკლარენ ჰაი პერფორმენს პროგრამ) დაწყება გამოაცხადა. ამ პროგრამის ფარგლებში კი გუნდმა გამოაქვეყნა რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამიერიდან, თავის მფარველობაში კიდევ ერთი პატარა მრბოლი აჰყავს, ვისაც დღესვე მომავალ ჩემპიონად მოიხსენიებენ...
მას ნეითან ასტონი ჰქვია და ის 13 წლისაა. მას კადეტთა შორის ფორმულა კარტის ვარსკვლავთა ჩემპიონატი აქვს მოგებული. არადა, რბოლებში ჯერ მხოლოდ ორი არასრული წელი გაატარა. და სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება „მაკლარენში“. ახლა ის ჰამილტონივით მზრუნველ ხელშია. მთავარია, ის ნიჭი გამოავლინოს, რომელმაც ამ კონტრაქტამდე მიიყვანა. სხვათა შორის, „მაკლარენის“ რელიზში ხაზგასმულია, რომ ასტონი განსაკუთრებით კარგად წვიმიან ამინდში დადის. ეს ბრიტანელი ბიჭუნას ბუნებრივ ნიჭზე მეტყველებს...
No comments:
Post a Comment