ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 6, 2011

სუტილი და ჰულკენბერგი ბარიკელოს ადგილს უმიზნებენ

Sutil, Hulkenberg Linked With Barrichello's Seat
6 აგვისტო
რუბენს ბარიკელოს ფორმულა ერთში კარიერის გაგრძელება სურს და თითქოს, „უილიამსშიც“ სურთ ვეტერანი ბრაზილიელის შენარჩუნება, მაგრამ უნგრული ეტაპის შემდეგ, კულუარებში გაიზმა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, რუბინიუს ადგილს ორი გერმანელი პილოტი - მისი შარშანდელი თანაგუნდელი ნიკო ჰულკენბერგი და ადრიან სუტილი უმიზნებს.

„უილიამსი“ კმაყოფილია თავის ვენესუელელ პილოტ პასტორ მალდონადოთი და მითუმეტეს, მის სპონსორ-მხარდამჭერით - ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის მილიონებით. რაც შეეხება 39 წლის ბრაზილიელს, „უილიამსში“ მის დარჩენას ჯერ დიდი კითხვის ნიშანი უზის.
ბარიკელო ხშირად იმეორებს, რომ „უილიამსში“ დარჩენა სურს, მაგრამ თანდათან მის ლაპარაკში მოუთმენლობა შეინიშნება - თუ გროველები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, რუბინიუს ეჩქარება, რადგან იცის, რომ თუ ადგილს დაკარგავს, ნორმალურ გუნდში მოწყობა ძალიან გაუჭირდება. მართალია, დღეს „უილიამსი“ აუტსაიდერთა შორისაა, მაგრამ „რენოსთან“ ახლახანს გაფორმებული პარტნიორული კონტრაქტი ბრაზილიელისთვის ინგლისურ გუნდს მეტისმეტად მიმზიდველს და პერსპექტიულს ხდის.
გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ გვაცნობებს, რომ უნგრეთამდე, „უილიამსი“ ბარიკელოს მანქანაზე ატარებდა ექსპერიმენტებს და არა მალდონადოსაზე. ეს თურმე ბრაზილიელს აღიზიანებდა - ტესტ პილოტის როლი არაასდროს მდომებიაო. „უილიამსს“ მისი გამოცდილება სჭირდებოდა და ამის გამო იყო, რომ სიახლეებს პირველ რიგში, სწორედ ბრაზილიელის მანქანაზე ნერგავდა. მაგრამ უნგრეთში ასე არ მოხდა და რუბინიუმაც აშკარად დაჩრდილა თავისი თანაგუნდელი.
რა თქმა უნდა, სუტილსა და ჰულკენბერგზე ხმები ბარიკელოს ყურამდეც მივიდა, რაც მისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო. მაგრამ ის ტექნიკურ პრობლემებზე ლაპარაკით ცვლის თემას: „ჩვენი მანქანა უკანა საბურავებს წვავს, ძრავი საშინლად მუშაობს, სველ ტრასაზე კი ყველაფერი გაცილებით უარესადაა. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვაკეთებთ, ამით საბურავების პრობლემას მოგვარების არაფერი ეტყობა. მანქანის მოდიფიცირების პროცესში, მას მეტისმეტად ბევრი ახალ დეტალით ვტვირთავთ და ამით მხოლოდ საკუტარ თავს ვაბნევთ“, - გაწბილებას არ მალავს ბარიკელო.

No comments:

Post a Comment