ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 22, 2009

ჩემპიონის პირველი პოული

European Grand Prix

22 აგვისტო

კოვალაინენი (მარცხნივ) და ჰამილტონი ამ სეზონში პირველად დაიკავებენ მოწინავე სასტარტო პოზიციებს

ფორმულა ერთის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელი ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ვალენსიაში მიმდინარე ევროპის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა. მიმდინარე სეზონში ეს მისი პირველი, კარიერაში კი მე-14 პოულ პოზიციაა.

დღევანდელ რბოლას ორივე ”მაკლარენი” მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს - კვალიფიკაციაზე მეორე ადგილი ჰამილტონის ფინელმა თანაგუნდლმა ჰეიკი კოვალაინენმა დაიკავა, ვინც ჩემპიონს 0.034 წამით ჩამორჩა. მას პოულის მოპოვების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო სწრაფი წრე, რომელზეც საუკეთესო გრაფიკით მოძრაობდა, შეცდომით გააფუჭა. თუმცა, მაინც მეორე შედეგი დააფიქსირა.

”დიდებული შეგრძნება გეუფლება, როდესაც ხედავ, რომ წინა რბოლაზე მიღწეული შემთხვევითობა არ იყო და წარმატებული სვლის გაგრძელება შეგიძლია. უნგრეთში გამარჯვების შემდეგაც, დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ იგივე ვალენსიაშიც შესაძლებელი იქნებოდა. ახლა კი დავრწმუნდით, რომ ბუდაპეშტში მოპოვებული გამარჯვება კანონზომიერი იყო. ჩემსა და ჰეიკის შორის ძალიან საინტერესო პაექრობა გაიმართა და ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან ასეთ პაექრობაზე და მოწინავე პოზიციების დაკავებაზე დიდი ხანია, ვოცნებობდით. ახლა ჩვენ გამარჯვების საუკეთესო შანსი გვაქვს, თუმცა ბევრი რამ ტაქტიკაზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგ სტარტს ავიღებთ”, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც ვალენსიამდე, ბოლოს პოული შარშან ჩინეთის დიდ პრიზზე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ვალენსიაში ჰამილტონი ახალი, მოკლებაზიანი მანქანით ასპარეზობს, რომელსაც ”მაკლარენი” უფრო სწრაფი ტრასებისთვის ამზადებს,

კოვალაინენის განკარგულებაში კი ძველი, თუმცა მნიშვნელოვნად მოდერნიზებული ბოლიდია.

მესამე შედეგი ”ბრაუნის” ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს ანგარიშზეა, ვისაც მცირედით ჩამორჩნენ გერმანელი სებასტიან ფეტელი (რედ ბული) და ბრიტანელი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი. ფერნანდო ალონსო კი, ვინც უნგრეთში პოულს დაეუფლა, ამჯერად მერვე შედეგს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ეტაპით ადრე, ბატონი 18.5 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ავსტრალიელ მარკ უებერს (რედ ბული), მესამეზე კი ფეტელია, ვისაც ლიდერთან 23 ქულა აშორებს. უებერისთვის ვალენსიური კვალიფიკაცია წარუმატებელი გამოდგა - ის მხოლოდ მეცხრე შედეგს დასჯერდა, რითაც მნიშვნელოვნად გაიუარესა საჩემპიონო შანსები.

სენსაციური შედეგი აჩვენა ”ფორს ინდიას” გერმანელმა ადრიან სუტილმა, ვინც ასპარეზობა მე-12 შედეგით დაასრულა. მასზე გაცილებით გამოცდლმა იტალიელმა ჯანკარლო ფიზიკელამ (ფორს ინდია) კი მეორე სესიაზე გასვლაც ვერ შეძლო. ასევე ხელმოცარული დარჩა ”ფერარის” ტესტ პილოტი, იტალიელი ლუკა ბადოერი (ფერარი), ვინც პოულის მფლობელს თითქმის სამი წამით ჩამორჩა და ადგილი ცხრილის ბოლოში დაიკავა.

ასევე აღნიშვნას იმსახურებს დებიუტანტ რომენ გროჟანის (საფრანგეთი, რენო) გამოსვლა, რომელმაც კარიერაში პირველი კვალიფიკაცია მე-14 ადგილზე დაასრულა. მის შესაძლებლობებზე უფრო კარგი შთაბეჭდილება შეგვექმნება, თუ გავითვალისწინებთ, პირველ სესიაზე ის ალონსოს 0.167 წამით ჩამორჩა, მეორეზე კი ისინი 0.323 წამმა დააშორა.

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.649 1:38.182 1:39.498

2. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:38.816 1:38.230 1:39.532

3. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:39.019 1:38.076 1:39.563

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:39.295 1:38.273 1:39.789

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:38.531 1:38.601 1:39.821

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:38.843 1:38.782 1:40.144

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:39.039 1:38.346 1:40.185

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:39.155 1:38.717 1:40.236

9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბული) 1:38.983 1:38.625 1:40.239

10. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:38.806 1:38.747 1:40.512

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:39.032 1:38.826

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.145 1:38.846

13. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:39.459 1:38.991

14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:39.322 1:39.040

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:38.912 1:39.514

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 1:39.531

17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:39.795

18. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:39.807

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:39.925

20. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1:41413

No comments:

Post a Comment