ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 22, 2009

გამხელილი საიდუმლო

Alonso to Ferrari

22 აგვისტო

ახლა უკვე ვეღარავის დაარწმუნებთ იმაში, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო (სურათზე) ”ფერარიში” არ გადადის. ვალენსიური თავისუფალი პრაქტიკის შემდგომ პრესკონფერენციამდე კიდევ შეიძლებოდა იმის დაჯერება, რომ ალონსო არსად გადასვლას არ აპირებს, მაგრამ ბოლო ეჭვები ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა მისდა უნებურად გაფანტა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უიტმარშს მომავალი სეზონისთვის მისი გუნდის შემადგენლობაზე დაუსვეს კითხვა. ”ახლა ამაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. მაგრამ ალონსო რომ ”ფერარიში” გადავა, პილოტების ბაზარი რეალურად სწორედ მაშინ გაიხსნება. ყოველ სეზონში, რამდენიმე მთავარი მომენტი დგება, რაც გადასვლების სეზონს მიმართულებას აძლევს. ამ მომენტების გარკვევის შემდეგ, ბევრი რამ ძალიან სწრაფად ხდება. ახლაც ასე იქნება’.

”ამ სეზონის მთავარი მომენტი ალონსოს ”ფერარიში” გადასვლა იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემპიონატს ”ბეემვე” ტოვებს. ამიტომ, არ მგონია, ახლა ამ თემის განხილვას აზრი ჰქონდეს. ჩვენი გუნდისთვის მთავარი მანქანის განვითარებაა. ვფიქრობ, ვალენსიაში ჩვენ კონკურენტუნარიანნი ვიქნებით”, - ამბობს უიტმარში.

მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” ჩემპიონატიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, პილოტების ბაზარი ორი კვალიფიცირებული მრბოლით შეივსო. პოლონელი რობერტ კუბიცას აყვანას ნებისმიერი გუნდი ისურვებდა, გერმანელი ნიკ ჰაიდფელდის დარი გამოცდილებით კი პელოტონში ბევრი ვრ დაიკვეხნის.

ალონსოს ”ფერარიში” გადაბარგების შემთხვევაში, კუბიცა ”რენოში” ალბათ მის ადგილს დაიკავებს. თუმცა მისით შეიძლება ”მაკლარენიც” დაინტერესდეს. იტალიურ გუნდში ესპანელი ალბათ ფინელ კიმი რაიკონენს შეცვლის. თუმცა, მარანელოელები ხშირად იმეორებენ, რომ რაიკონენს და ბრაზილიელ ფელიპე მასას მათთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებთ.

თუ კუბიცა ”რენოში” გადავა, ამ შემთხვევისთვის, ”მაკლარენს” მოლაპარაკება გერმანელ ნიკო როსბერგთან აქვს, რომლის გაშვებაც ”უილიამსს” არ სურს...

No comments:

Post a Comment