ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 22, 2009

შუმახერს ვერც ბადოერის ჩაფლავებამ გადააფიქრებინა

Michael Schumacher

22 აგვისტო

გუშინდელი კვალიფიკაციის შემდეგ, ფორმულა 1-ის პადოკში ისევ ალაარაკდნენ მიხაელ შუმახერის შესაძლო დაბრუნების შესახებ. ფელიპე მასას შემცვლელმა ლუკა ბადოერმა თავი შეირცხვინა - კარგი დროის ჩვენებას ვინ ჩივის, ”ფერარის” იტალიელმა ტესტ პილოტმა კვალიფიკაცია ყველაზე უარესი შედეგით დაასრულა (ისევე როგორც ათი წლის წინ, თავისი ბოლო კვალიფიკაცია) და პოულის მფლობელ ლუის ჰამილტონს სამი წამით ჩამორჩა.

მართალია. ორი კვირის წინ, შუმახერმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ვალენსიაში მას კვლავ სულ ამას ეკითხებიან. ყველაზე ხშირად, კითხვის დამსმელებს აინტერესებთ, ბადოერის ჩაფლავების შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ხომ არ გადაიფიქრებს და გუნდს, რომელთან ერთადაც ხუთი ტიტული მოიპოვა, დახმარების ხელს გაუწვდის? თუ არა ერთი კვირის შემდეგ, სპაზე, იქნებ მის შემდგომ ეტაპზე, რომელიც მონცაზე ჩატარდება? ისე, სპა ფრანკორშანი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა - ფორმულა 1-ის რბოლაში შუმის დებიუტი სწორედ ბელგიური კურორტის ტრასაზე შედგა (1991 წელს), ერთი წლის შემდეგ კი, იქვე, წვიმიან რბოლაში, პირველი გამარჯვება იზეიმა.

მაგრამ: ”გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე ლაპარაკი არც ღირს”, - განუცხადა გერმანულ ტელეკომპანია ერტეელის კორესპონდნტს შჲმახერმა. კითხვაზე, მაშ ვის მიანდობენ მასას მანქანის საჭეს, პასუხი კიდევ უფრო მოკლე იყო - ”რა თქმა უნდა, ლუკას”.

შუმის პრესმდივანი საბინე კემი კი ამბობს: ”მონცაში დაბრუნებაზე ლაპარაკი არ არის. უბრალოდ, ფიზიკურად ეს შეუძლებელია”. მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს იმას, რომ ამის მერე მაინც, შუმახერმა შეიძლება დაბრუნება გადაწყვიტოს. მოკლედ, ისევ მარჩიელობა გამოდის.

და მაინც, არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შუმახერი უფრო ინტენსიურად ვარჯიშობს და თავის მტკივან კისერსაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. ალბათ, მას და ლუკას (დი მონტეძემოლოს) რაღაც აქვთ ჩაფიქრებული...

No comments:

Post a Comment