European Grand Prix
22 აგვისტო
ვალენსია. წრის სიგრძე 5.419 კმ, 57 წრე. დისტანცია 308.883 კმ
ტრასა ქუჩებზე კი გადის, მაგრამ მაინც საკმაოდ სწრაფია. მე-11 და მე-12 მოსახვევებს შორის სწორზე, მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს აღწევს, 300 კმ/სთ-იან ზღვარს კი მანქანები ხუთჯერ აღწევენ. სამაგიეროდ, სამჯერ სიჩქარე 80 კმ/სთ-ზე დაბლა ჩამოდის.
სულ ტრასას 25 მოსახვევი აქვს, რომელთაგან 14 მარჯვენაა, 11 კი - მარცხენა. გასწრებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მე-12 და მე-17 მოსახვევებია. მოსახვევების სიმრავლის გამო, ტრასა მუხრუჭებისადმი მომთხოვნია. გარდა ამისა, ვალენსიაში ამ დროს ძალიან ცხელა ხოლმე, რაც ძრავებზე დატვირთვას ზრდის.
ზოგიერთი გამონაკლისის ჩაუთვლელად, ეს ტრადიცია 1977 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ იყო ექვსწლიანი პაუზა, მერე კი ძველი კონტინენტის რბოლის დაბრუნება შემთხვევამ განაპირობა: იმ დროს, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში ორი, ზოგჯერ კი სამი ამერიკული ეტაპიც კი შედიოდა. აშშ-ში რბოლები დიდი ქალაქების (ლას ვეგასი, ლონგ ბიჩი, დეტროიტი, დალასი, ფინიქსი) ქუჩებში ტარდებოდა, 1983 წელს კი მისი ნიუ იორკში, პარკ ფლეშინგ მიდოუზის ტერიტორიაზე ჩატარება გადაწყდა.
მაგრამ რბოლის თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე გაირკვა, რომ ნიუ იორკი ვერ ახერხებდა რბოლის ჩატარებას. ამით ისარგებლეს ბრიტანული ბრენდს ჰეჩის მფლობელებმა და ნიუ იორკული ეტაპის ნაცვლად, კალენდარში ევროპული დიდი პრიზის ჩასმა ითხოვეს, რომელსაც მათი ავტოდრომი მიიღებდა. თხოვნა შესრულდა და იმ წელს ევროპული დიდი პრიზი დამოუკიდებელ რბოლად პირველად ჩატარდა.
მომდევნო სეზონში, ევროპულმა ეტაპმა გერმანიის ნურბურგრინგზე გადაინაცვლა, შემდეგ ისევ ბრენდს ჰეჩს დაუბრუნდა, მაგრამ 1986 წელს კალენდარში უნგრული ეტაპი ჩაჯდა, რომელმაც იქიდან ევროპული რბოლა გამოდევნა.
და ისევ, კალენდარში ევროპის დიდი პრიზი ისევ შემთხვევამ დააბრუნა. ამჯერად იაპონიიდან. საქმე ისაა, რომ იქაურმა მილიარდერმა ტომონორი ცურუმაკიმ თავის ქვეყანაში მეგაპოლისებიდან კარგა მანძილზე დაშორებული ავტოსპორტული მეგაკომპლექსი - ნიპონ აუტოპოლისი ააგო და ბერნი ეკლსტოუნს აზიის დიდი პრიზის ჩატარებაზე შეუთანხმდა. ბერნი ცურუმაკის მსგავს ხალხს უარს თითქმის არასდროს ეუბნება... მოკლედ გადაწყდა, რომ 1993 წლის კალენდარში მექსიკის ეტაპს აზიისა ჩაანაცვლებდა. მაგრამ ”დიდი ვაშლის” წამოწყებისა არ იყოს, ნიპონ აუტოპოლისის პროექტიც ჩაფლავდა. ამჯერადაც ბერნის მშველელად ბრიტანელები, ოღონდ დონინგტონიდან გამოეხმაურნენ და თავიანთ ტრასაზე ევროპული დიდი პრიზის ჩატარება შესთავაზეს.
ფორმულა 1-ის ისტორიაში, 1993 წლის ევროპის დიდი პრიზი ოქროს ასოებით შევიდა. წვიმიან რბოლაში, აშკარად არაკონკურენტუნარიანი ”მაკლარენით”, აირტონ სენამ ”უილიამს-რენოთი” მოასპარეზე დეიმონ ჰილს ფინიშთან წუთზე მეტით მიასწრო, მესამეზე გასულ ალენ პროსტს კი წრე მოუტანა.
მომდევნო სეზონში დონინგტონი ესპანურმა ხერესმა შეცვალა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რბოლა ისევ ნურბურგრინგს დაუბრუნდა და იქ ორი წლით ”შეყოვნდა”. 1997 წლის ევროპის დიდ პრიზს ისევ ხერესმა უმასპინძლა და ეს რბოლაც ისტორიაში შევიდა. ის სეზონის ბოლო ეტაპი იყო. ჩემპიონატს მიხაელ შუმახერი ლიდერობდა, მას ერთი ქულით ჟაკ ვილნევი ჩამორჩებოდა. შუმახერი მესამე ტიტულს იმწამსვე მოიპოვებდა, როგორც კი ორივენი რბოლას გამოეთიშებოდნენ.
იმ ინციდენტის შემდეგ, ევროპული დიდი პრიზის მასპინძლობის უფლება კარგა ხნით ნურბურგრინგმა მიიღო. შარშან კი ისევ ესპანეთი გაიხსენეს, მაგრამ რბოლის მასპინძლობა არა ხერესს, არამედ ეკლსტოუნის მცდელობით, ვალენსიას ერგო. ოღონდ, შეირჩა არა რიკარდო ტორმოს სახელობის კლასიკური ავტოდრომი, არამედ ვალენსიას საპორტო ყურე, რომელსაც ხშირად ”ჩქაროსნულ” მონაკოსაც უწოდბენ...
No comments:
Post a Comment