ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 22, 2009

ჰამილტონი ახალი მანქანით ასპარეზობს

Lewis Hamilton

22 აგვისტო

თავისუფალ პრაქტიკებზე რომ ლუის ჰამილტონმა ახალი (მოკლებაზიანი) მანქანით იასპარეზა. იმ მანქანამ გუნდის მოწონება დაიმსახურა, რის გამოც, მსოფლიო ჩემპიონი კვალიფიკაციაზეც მასზე ამხედრებული გავიდა და ბუნებრივია, მისივე საჭეს რბოლაზეც მიუჯდება, რომელსაც პოულიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ მეორე თავისუფალი პრაქტიკის დროს, ჰამილტონს მანქანა დაუზიანდა, დაზიანებული დეტალის სათადარიგო ეგზემპლარი კი გუნდს ვალენსიაში იმ უბრალო მიზეზის გამო არ წაუღია, რომ ის არც დაუმზადებია - მოკლებაზიან შასიზე ბევრი რამ გადასაკეთებელი გახდა და რბოლისთვის განახლებული ბოლიდის აწყობაც გაჭირვებით მოესწრო, სათადარიგო ნაწილებს ვინღა ჩიოდა.

თუმცა, კვალიფიკაციისთვის ”მაკლარენმა” თავისი უოკინგის ბაზიდან ეს ნაწილები სასწრაფოდ ჩამოიტანა და ჰამილტონმაც კვალიფიკაციაზე სწორედ ამ მანქანით იასპარეზა.

No comments:

Post a Comment