ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, August 21, 2009

ბარიკელო ყველაზე სწრაფია

European Grand Prix

21 აგვისტო

ვალენსიაში ევროპის დიდი პრიზის პირველი თავისუფალი პრაქტიკა გაიმართა, რომელზეც ყველაზე სწრაფი ”ბრაუნის” ბრაზილიელი პილოტი რუბენს ბარიკელო (სურათზე) იყო. მან საუკეთესო შედეგი სესიის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დააფიქსირა და მერე ამ შედეგის გაუმჯობესებაც სცადა, მაგრამ გადაცემათა კოლოფმა უჩვეულო ხმა გამოსცა, რის გამოც რუბინიომ ასპარეზობა შეწყვიტა.

მეორე შედეგი ”მაკლარენის” ფინელმა ჰეიკი კოვალაინენმა დააფიქსირა, ვისაც გუნდში ადგილის დაკარგვა ემუქრება. ამის თაობაზე მას პირადად განუცხადა ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა, ვისი თქმითაც, ჰეიკის გუნდში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება, თუ შედეგებს არ გააუმჯობესებს. კოვალაინენმა კარგად გამოიყენა ახალი წინა აეროდინამიკური პაკეტი, რომელიც მხოლოდ მის მანქანაზე ეყენა.

კოვალაინენს სულ 0.018 წამით ჩამორჩა მისი ბრიტანელი თანაგუნდელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, რომლის მანქანაზეც გუნდმა ძირის ახალი უკანა ნაწილი გამოსცადა.

კარგა ხანს, ტრასაზე ყველაზე სწრაფი ჩემპიონატის ბრიტანელი ლიდერი ჯენსონ ბატონი იყო, მაგრამ საბოლოოდ ის მეოთხე შედეგს დასჯერდა და თანაგუნდელ ბარიკელოს 0.6 წამით ჩამორჩა.

ბატონის არ იყოს, თავიდან ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იყო - ის ბრიტანელს პირველობაში ეცილებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მეხუთე დრო აჩვენა.

პრობლემების გამო, ცუდი შედეგები აჩვენეს ”ტოიოტას” პილოტებმა, რომლებიც ბარიკელოს ორ წამზე მეტით ჩამორჩნენ. ყველაზე ცუდი დრო კი ფორმულა 1-ში თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ლუკა ბადოერს ჰქონდა.

თავისუფალი პრაქტიკები. პირველი სესია

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო

1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:42.460

2. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:42.636

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:42.654

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:43.074

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:43.088

6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:43.209

7. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:43.225

8. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:43.243

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:43.345

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:43.384

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:43.389

12. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:43.419

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:43.637

14. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:43.746

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:44.040

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 1:44.126

17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:44.356

18. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:44.638

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:44.732

20. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1:45.840

No comments:

Post a Comment