ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, August 21, 2009

ალონსომ ესპანელი მაყურებელი გაახარა

European Grand Prix

21 აგვისტო

ალონსოს და ჰაიდფელდის ავარია

ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა ევროპული დიდი პრიზის მეორე თავისუფალი პრაქტიკა, რომელზეც საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ დააფიქსირა. არადა, ცოტა ხნით ადრე, მას ”ბეემვე ზაუბერის” ნიკ ჰაიდფელდთან შეჯახება მოუვიდა.

ისევე როგორც პირველ სესიაზე, ამჯერადაც მოწინავეთა შორის იყო რუბენს ბარიკელო, რომელმაც პირველი პრაქტიკა კი მოიგო, მაგრამ მეორეზე წინ ალონსო და თავისი ბრიტანელი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი გაუშვა.

უნდა ითქვას, რომ ლიდერი მთელი სესიის განმავლობაში თითქმის ყოველ წუთს იცვლებოდა. იმავე ალონსომ, ბატონმა და ბარიკელომ (ასევე სხვა პილოტებმაც) არაერთხელ დაიკავეს ცხრილის მოწინავე პოზიცია. ალონსოს და ჰაიდფელდს ავარია სესიის მიწურულს მოუვიდათ. გერანელი ბოლო მოსახვევში შედიოდა, როცა მას მოსახვევის შიდა მხრიდან ალონსო დაეჯახა. ორივე პილოტმა ბოქსებს მიაშურა. იქიდან ტრასაზე სუპერრბილი რეზინით და ცხვირგამოცვლილი მანქანით დაბრუნებულმა ალონსომ ვალენსიური სარბოლი უიკენდის (ჯერჯერობით) საუკეთესო დრო (1:39.404) დააფიქსირა. ამ დროს, სესიის დასრულებამდე სულ ორი წუთი იყო დარჩენილი.

თითქოს ესეც არ იმყოფინა, ალონსოს ტემპი არც დაუგდია და ისევ სწრაფ წრეზე წავიდა. პირველ ორ სექტორზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა და თითქოს, სესიისთვის წერტილი კიდევ უფრო უკეთესი დროით უნდა დაესვა, მაგრამ მესამე სექტორში (მე-17 მოსახვევში) დატრიალდა და წრე გააფუჭა.

კვლავ პელოტონის უკან დარჩა ორივე ”ტოიოტა”. ამის მიზეზი კი ექსპერიმენტული აეროდინამიკური პაკეტია, რომელსაც იაპონური გუნდი კვალიფიკაციაზე ალბათ აღარ გამოიყენებს.

კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, ვინც მეორე სესიის დასაწყისშივე დატრიალდა, და ზღუდეს ოდნავ შეეხო, რამაც წინა ანტიფრთის ელემენტი დაუზიანა, ბოქსში დაბრუნებულს კი შეატყობინეს, რომ შესაბამისი სათადარიგო ნაწილი ბაზიდან არ წამოეღოთ. ჰოდა, ჰამილტონი, ვისაც ამ ინციდენტამდე მხოლოდ სამი წრე ჰქონდა გავლილი, ტრასაზე აღარც დაბრუნებულა და საბოლოოდ, ცხრილის ბოლოში დარჩა.

თავისუფალი პრაქტიკები. პირველი სესია

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:39.404

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:40.178

3. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:40.209

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:40.385

5. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:40.503

6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:40.596

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:40.643

8. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 1:40.681

9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:40.723

10. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:40.738

11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:40.739

12. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:40.770

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:40.787

14. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:40.956

15. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:40.985

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:41.156

17. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:41.350

18. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1:42.017

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:42.089

20. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:43.214

No comments:

Post a Comment