ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 22, 2009

”ტოიოტა” ტრულის შორდება

Toyota

22 აგვისტო

გერმანულ სააგენტო SID-თან საუბრისას, ”ტოიოტა რეისინგის” პრეზიდენტმა ჯონ ჰაუეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის მისმა გუნდმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელოს იტალიელ იარნო ტრულის.

”ჩვენ ტიმო გლოკზე ოპციონის უფლება გვაქვს და ალბათ, მას გამოვიყენებთ კიდეც. იარნოსთან კი ალბათ დაშორება მოგვიწევს. ჩვენ მასთან მოლაპარაკება გვქონდა, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. რაც შეეხება გლოკს, რბოლებში მისი გამოსვლებით კმაყოფილები ვართ, თუმცა კვალიფიკაციებზე მომატება არ აწყენდა. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ამაში დავეხმაროთ”, - ამბობს ჰაუეტი.

მართალია, გუნდს ჯერ ეს ინფორმაცია ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ რადგან პრეზიდენტი ასე ლაპარაკობს, ესე იგი, ასეა. მოკლედ, ტრულის სამუშაო ადგილის სხვაგან მოძებნა მოუწევს.

სხვათა შორის, ვალენსიაში იაპონურმა გუნდმა ავტომობილის წინა ნაწილის შეცვლილი აეროდინამიკური პაკეტი გამოსცადა. პირველად ის სწორედ ტრულის მანქანაზე გამოჩნდა. სიახლე ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა - ავტომობილის ცხვირზე ერთგვარი ტერასა გაჩნდა, რომელმაც თითქოს, მისი აეროდინამიკური მახასიათებლები უნდა გააუარესოს. თუმცა, სერიოზული არგუმენტის გარეშე, ინჟინრები ამ სიახლის გამოცდას არც ეცდებოდნენ.

და მაინც, ფაქტია, რომ იაპონურმა გუნდმა ვალენსიური კვალიფიკაცია ჩააფლავა - ტრული მე-18 ადგილზე გავიდა, გლოკი კი ხუთი ადგილით ზემოთ ”გამაგრდა”.

No comments:

Post a Comment