ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 8, 2011

ლოებმა იტალიაში 64-ე გამარჯვება მოიპოვა

Loeb seals 64th victory in Italy

8 მაისი

ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - იტალიის რალი, რომელიც კუნძულ სარდინიაზე ჩატარდა. ლოებმა 11.4 წამით აჯობა ფინელი მიკო ჰირვონენს და კარიერაში, მსოფლიო ჩემპიონატის 64-ე რბოლა მოიგო.

ფინელმა რბოლის მესამე დღე კარგად დაიწყო და დაწინაურების დიდი შანსიც ჰქონდა, თუმცა მე-16 სპეცმონაკვეთზე შეცდა, რაც ძვირად დაუჯდა. ნარბოლევს ფინელმა განაცხადა, რომ ზედმეტი მოუვიდა, თუმცა, ამაზე მხოლოდ ორი-სამი წამი დაკარგა. ასეა თუ ისე, საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა და ჩემპონატშიც მეორეა - ლიდერ ლოებს 7 ქულით ჩამორჩება.

„სტარტიდანვე დავწინაურდიდა დიდი გარჯა დამჭირდა ლიდერობის შესანარჩუნებლად. ბოლოს მიკო მაგრად მიტევდა, რის გამოც, ხშირად რისკზე წასვლაც მიწევდა. საერთო ჯამში კი, ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ლოებმა, ვინც სარდინიის გრუნტიან გზებზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ცნობისათვის, ეს ეტაპი შარშანდელი სეზონის კალენდრის გარეთ დარჩა.

კარგა ხანს, მესამე ადგილზე კიდევ ერთი ფრანგი სებასტიანი - ოჟიე იმყოფებოდა, მაგრამ ასპარეზობის მესამე დღეს ის ლოდს შეეჯახა, რამაც მისი „სიტროენის“ უკანა საკიდარი დააზიანა. საბოლოოდ, მეოტხე ადგილს დასჯერდა, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი ავიდა.

რბოლის მესამე დღეს კარგად იასპარეზა ფინელმა იარი-მატი ლატვალამ, ვისაც პირველ დღეს ავარია მოუვიდა. ლატვალამ ორი სპეცმონაკვეთი კი მოიგო, თუმცა ასპარეზობა მაინც მე-18 ადგილზე დაასრულა.

საკმაოდ წარმატებული გამოდგა რალის მსოფლიო ჩემპიონატის არენაზე „მინის“ დაბრუნება. ინგლისური მარკის მანქანით მოასპარეზე ესპანელმა დანი სორდომ რბოლა მეექვსე ადგილზე დაასრულა. გამარჯვებულს ის თითქმის სამწუთნახევრით ჩამორჩა.

ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე არგენტინა 26-29 მაისს უმასპინძლებს.


იტალიის რალის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიროენი) 3:45:40.900

2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +00:11.200

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:23.800

4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 01:31.500

5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:42.600

6. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) 03:27.600

7. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 07:10.900

8. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, შკოდა) 07:37.600

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 08:00.400

10. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფორდი) 12:33.800

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 100 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 93; 3. სებასტიან ოჟიე - 81; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) - 68; 5. პეტერ სოლბერგი - 46; 6. მადს ოსტბერგი - 38; 7. მეტიუ უილსონი - 24; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 18; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) -12; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) – 10...

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 167 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT - 150; 3. M-სპორტ სტობარტ Ford WRT - 61; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 37; 5. აის 1 რეისინგი - 26; 6. მიუნჩი’ს ფორდ WRT - 24; 7. ტიმ აბუ დაბი - 19; 8. ფერმ პაუერტულზ WRT - 10; 9. მონსტერ WRT - 6; 10. ბრაზილ WRT - 1...

No comments:

Post a Comment