ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, December 3, 2009

FIA-მ ფრმულა 1-ის ჩემპიონატის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა
Formula 1. teams
3 დეკემბერი2010 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე 102 დღით ადრე, საერთაშორისო საავტომობილი ფედერაციამ (FIA) გამოაქვეყნა იმ გუნდების და მათი პილოტების წინასწარი სია, რომლებიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ. ჯერჯერობით, ამ სიაში არც ”ტოიოტა” და ”არც საუბერი” არ ფიგურირებენ. გარდა ამისა, ჯერ მხოლოდ 15 პილოტის განაცხადია დადასტურებული.
სიაში ახალი გუნდი ”მეინორი” უკვე ოფიციალურადაა მოხსენიებული, როგორც ”ვირჯინი” - ბრიტანელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის ჰოლდინგმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი გუნდის დაფინანსების სანაცვლოდ, მისი სახელწოდების შეცვლა მოითხოვა და ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილდა. თუმცა, რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის ეს სარეკლამო კამპანია, ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი ფაქტია - ბრენსონმა ჩემპიონ გუნდთან (ბრაუნთან, უფრო სწორედ, მერსედესთან) პარტნიორობას ახალბედა საჯინიბოს შეძენა ამჯობინა.
”ბრენსონ-მეინორთან” დაკავშირებით, ამ ეტაპზე ცნობილია ისიც, რომ მისი ტექნიკური დირექტორი გამოცდილი ნიკ უირტი იქნება, პირველ პილოტად კი გერმანელი ტიმო გლოკი იასპარეზებს.
მართალია, ჯერჯერობით სიაში მხოლოდ 12 გუნდი არის შეტანილი, მაგრამ რამდენადაც ”ტოიოტას” თანხმობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, ამ გუნდს ”საუბერთან” შედარებით, უპირატესობა ენიჭება. უფრო სწორედ, იმ გუნდს, რომელიც ”ტოიოტას” შეიძენს. ამის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა სერბულმა კომპანიამ, მაგრამ ამისგან რა გამოვა, ეს ჯერ არავინ უწყის.
თუ ”ტოიოტა” თანხმობის ხელშეკრულებიდან გავა, მაშინ მის ადგილს ”საუბერი” დაიკავებს, რომელიც უკვე შესდგომია ახალი მანქანის შექმნას და იმედიც აქვს, რომ ბაჰრეინის დიდ პრიზზე სტარტზე დადგება.
გუნდების სიაში ისიცაა საინტერესო, რომ ”რედ ბულის” ძრავების მიმწოდებლად ისევ ”რენოა” მოხსენიებული. არადა, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ავსტრიული კომპანია ”მერსედესის” აგრეგატებზე გადასვლას აპირებდა.
სიაში ისევ ძველი სახელით ფიგურირებს ”ბრაუნი”, თუმცა სიას თან სდევს შენიშვნა, რომ ამ გუნდმა სახელის ”მერსედესით” სეცვლის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა.

2010 წლის ჩემპიონატის ოფიციალური განაცხადი
გუნდი კონსტრუქტორი
ვოდაფოუნ მაკლარენ მერსედესი მაკლარენ მერსედესი
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)
ბრაუნ GP ფორმულა ვან ტიმ ბრაუნ მერსედესი
3. ნიკო როსბერგი (გერმანია)
4. ჯერ უცნობია
რედ ბულ რეისინგი რედ ბულ რენო
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია)
6. მარკ უებერი (ავსტრალია)
სკუდერია ფერარი მარლბორო ფერარი
7. ფელიპე მასა (ბრაზილია)
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
AT&T უილიამსი უილიამს კოსუორტი
9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია)
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)
რენო F1 ტიმ რენო
11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი)
12. ჯერ უცნობია
ფორს ინდია F1 ტიმ ფორს ინდია მერსედესი
14. ადრიან აუტილი (გერმანია)
15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია)
სკუდერია ტორო როსო სკუდერია ტორო როსო ფერარი
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია)
17. ჯერ უცნობია
ლოტუს F1 რეისინგ ლოტუს კოსუორტი
18. ჯერ უცნობია
19. ჯერ უცნობია
კამპოს მეტა 1 კამპოს დალარა
20. ჯერ უცნობია
21. ბრუნო სენა (ბრაზილია)
US F1 ტიმ US F1 კოსუორტი
22. ჯერ უცნობია
23. ჯერ უცნობია
ვირჯინ რეისინგი ვირჯინ კოსუორტი
24. ტიმო გლოკი (გერმანია)
25. ჯერ უცნობია

No comments:

Post a Comment