ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, March 14, 2010

შუმახერს დროს სჭირდება

Schumacher says he still needs time

14 მარტი

მიხაელ შუმახერის თქმით, მას გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ თავისი რიტმი იპოვნოს და ჩვეულ ფორმაში შევიდეს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მეშვიდე შედეგი აჩვენა და რაც მთავარია, თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს 0.3 წამით ჩამორჩა. ამასთან, კვალიფიკაციაში გამარჯვებულ სებასტიან ფეტელთან თითქმის 1.5 წამი წააგო.

შუმახერი აღიარებს, რომ ჯერ ის სიჩქარე არ აქვს, რომელიც პირველობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს: ”ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ ჩემი ჩვევები ჯერ სრულად არ აღმიდგენია. ახლა მთავარია, რომ ჩვეულ რიტმში შევიდე. მინდა ვთქვა, რომ ამას თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახერხებ და ეს ძალიან მახარებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მანქანა კარგად მოვირგო. მთავარია, რაც ხელთ მაქვს, იმის სრულად გამოყენება შევძლო”.

”პირველ ტესტებზე ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ეს ფორმულა 1-ში ჩემი პირველი ნაბიჯები იყო. ვალენსიაში, პირველ წრეზე, ერთგვარ შოკშიც კი ვიყავი. მაგრამ გარემოს ალღო მალე ავუღე და თავი კომფორტულად ვიგრძენი. ყველაფერი ისე იყო, როგორც 1991 წელს, ჩემი დებიუტისას. და, ისევე როგორც მაშინ, ახლაც კვალიფიკაციაში მეშვიდე ვიყავი”, - დასძენს შუმახერი.

გერმანელი პილოტი ამბობს, რომ დაბრუნების შემდეგ, არც ზედმეტ ზეწოლას გრძნობს და განწყობაც ჩვეულებრივი აქვს: ”როგორც ყოველთვის, ზედმეტი ემოციების გარეშე, მაქსიმალურად ფოკუსირებული ვარ საქმეზე. შესაძლოა, რბოლის წინ ასე არ იყოს, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არაა. მართალია, კვარცხლბეკზე ასვლა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ქულებისთვის სუცილებლად ვიბრძოლებ. ნებისმიერ შემთხვევაში, იოლად არაფერს დავთმობ”.

შუმი მოელის, რომ განსაკუთრებით ძნელი და დაძაბული რბოლის დასაწყისი იქნება, რადგან მანქანებს სავსე ავზებით მოუწევთ სტარტის აღება. განსაკუთრებით ძნელი კი პირველ მოსახვევში შესვლა უნდა იყოს.

No comments:

Post a Comment