ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, August 24, 2011

რაიკონენმა ”პეჟოს” სარბოლი პროტოტიპი 908 გამოსცადა


Kimi Raikkonen completes Peugeot 908 test
24 აგვისტო
ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა ”პეჟოს” სპორტული პროტოტიპი 908 გამოსცადა, ავტომობილი, რომლითაც ფრანგული კომპანია ლე მანის 24-საათიან რბოლებში ასპარეზობს. ტესტები ესპანეთის ტრეკ მოტორლანდ არაგონზე ჩატარდა, სადაც რაიკონენის გარდა, ”პეჟოს” საქარხნო გუნდის პილოტებმა, ფრანგებმა ფრანკ მონტანიმ, სტეფან სარაზენმა და სიმონ პაჟენომ, ასევე ავსტრიელმა ალექს ვურცმა ივარჯიშეს.

როგორც ბრიტანული გამოცემა ”ავტოსპორტი” იტყობინება, რაიკონენს წრიულ რბოლებში დაბრუნება სურს. რამდენადაც მომავალი სეზონისთვის, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა უადგილოდ დარჩეს, ის სხვა ვარიანტებს განიხილავს. და შესაძლოა, სწორედ ”პეჟოსთან” ერთად იასპარეზოს ლე მანის რბოლაში.
ფინურ გამოცემა ”ტურუნ სანომატთან” საუბრისას რაიკონენს ნათქვამი აქვს, რომ ლე მანზე რბოლა კარგი იქნება. ტესტების შემდეგ კი, განაცხადა: ”ძალიან კმაყოფილი ვარ ”პეჟოსთან” ერთად ჩატარებული ტესტებით, 908 მართლა ძალიან სასიამოვნო სამართავია”.
ფინელ პილოტთან ნაცნობობით კმაყოფილი დარჩა ”პეჟო სპორტის” გუნდის მენეჯერი პასკალ დიმიტრი: ”კიმი ჩვენს მანქანას ძალიან სწრაფად შეეჩვია. უფრო მეტიც, ტესტების დროს ძალიან ფასეულ ტექნიკურ რჩევებს გვაძლევდა. საერთოდ, კიმის დოის პილოტებისგან რჩევების მიღება ყოველთვის სასარგებლო და საინტერესოა”.
”პეჟო სპორტის” სპორტული დიექტორი ოლივიე ქესნელი კი დასძენს, რომ რაიკონენთან ერთად ტესტების ჩატარება დიდი ხნის წინ დაიგეგმა, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით კი ჯერ მხარეებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

No comments:

Post a Comment