ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, August 5, 2011

„რენომ“ ჰაიდფელდის დამწვარი მანქანა ჩამოწერა

Renault forced to write off Heidfeld's chassis after Hungarian GP fire
5 აგვისტო
„რენო“ იძულებული გახდა, ჩამოეწერა ნიკ ჰაიდფელდის მანქანის შასი, რომელიც უნგრეთის დიდი პრიზის დროს დაიწვა. ხანგრძლივი პიტსტოპის შემდეგ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და როგორც გერმანელმა პილოტმა სიცხე იგრძნო, პიტლეინიდან გამოსასვლელშივე გააჩერა მანქანა და კოკპიტი სასწრაფოდ დატოვა. პილოტი ტრავმას გადაურჩა, მაგრამ მანქანა - ვერა.

„ინციდენტი ძალიან არასასურველი იყო, მის შედეგად მანქანის ჩამოწერა დაგვჭირდა. შემდეგი რბოლისთვის ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს და საჰაერო ბალონი არ გადახურდეს. ახლა პატაკს ვამზადებთ, რომელსაც FIAS წარვუდგენთ. მასში მომხდარს დაწვრილებით აღვწერთ“, - ამბობს გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი.
მისი თქმით, გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინციდენტის შემდეგ აფეთქება აირის ბალონის გადახურებამ გამოიწვია. ეს ბალონი დაჭირხნული აირით ამარაგებს ძრავის გამანაწილებელ სისტემას. გადახურება კი ცეცხლმა გამოიწვია. რაც შეეხება ხანძარს, ის რამდენიმე გარემოების დამთხვევის შედეგი იყო:
„ასეთი რამ ხდება ხოლმე. რამდენიმე ინციდენტის კომბინაციას ხანძარი მოჰყვა. ჯერ ერთი, კვალიფიკაციაზე ძრავის მართვის განსხვავებული პროგრამა გამოვიყენეთ. ამის შედეგი გახდა გამონაბოლქვი აირის უფრო გავარვარება. ამან ძრავის სივრცეში ტემპერატურის მნიშვნელოვნად გაზრდა გამოიწვია და გამოსაბოლქვ მილში ბზარები გაჩნდა. რბოლის დროს, ეს ბზარები გაფართოვდა და პიტსტოპისას ხანძარი გამოიწვია. რა ტქმა უნდა, სენსორებმა აჩვენა ტემპერატურის მატება, მაგრამ რადგან ძრავი გამართულად მუშაობდა, ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ, სენსორი გადახურდა. პიტლეინზე შემოსულ მანქანას, გამოსაბოლქვი ნაწილობრივ მწყობრიდან ჰქონდა გამოსული. მეორე გარემოება პიტსტოპის გაჭიანურება გახდა. ამ დროს, ძრავი შედარებით მაღალ ბრუნვებს 6 წამზე მეტხანს ინარჩუნებდა. ამ დროს, წვის კამერაში საწვავი ბოლომდე არ იწვის და გამოსაბოლქვ სისტემაში ასრულებს წვას, ეს კი მცირე დეტონაციებია. ამ დროს, გამონაბოლქვი აირის ტემპერატურა წამში შეიძლება 100 გრადუსით გაიზარდოს. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ნაწილობრივ მწყობრიდან გამოსულ მილს ბოლო მოღებოდა, რაც მანქანის გარეთ ცეცხლის პატარა ენების გამოპარვაში გამოიხატა, შემდეგ კი ცეცხლი მანქანის ტანსაც მოედო“, - დასძენს ელისონი.

No comments:

Post a Comment