ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, September 9, 2010

FIA-მ მეცამეტე გუნდზე უარი თქვა

FIA decides against new team for 2011

9 სექტემბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა აღარ გაიზრდება. ესე იგი, მომავალი სეზონის რბოლებშიც, სტარტზე 24 მანქანა დადგება ხოლმე.

ადრინდელი გადაწყვეტილებით, FIA მე-13 გუნდის დამატებას აპირებდა, რისთვისაც ტენდერი იყო გამოცხადებული, მაგრამ განაცხადების შემსწავლელმა კომისიამ არცერთი ორგანიზაციის პირობები არ მოიწონა. ცნობისათვის, შარშან მე-13 გუნდის სტატუსი ამერიკულმა US F1-მა მიიღო, მაგრამ ჩემპიონატისთვის მომზადება ვერ მოასწრო, რისთვისაც ლიცენზია გაუუქმდა.

ამჯერად, ვაკანსიის შევსება რამდენიმე გამოცდილ გუნდს სურდა. მათ შორის იყო ფორმულა 1-ის 1997 წლის კანადელი ჩემპიონის, ჟაკ ვილნვის და იტალიურ გუნდ ”დურანგოს” ალიანსი, ასევე ესპანური ”ეპსილონ ეუსკადი”. მართალია, ამ უკანასკნელს განაცხადი დაუწუნეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონისთვის, მან ალიანსი ფორმულა 1-ის ესპანურ ახალბედა ”ისპანიასთან” შექმნას.

ფორმულა 1-ში შეღწევის სურვილი ასევე ჰქონდათ სერია GP2-ის და ფორმულა 3-ის სხვადასხვა ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ გუნდ ART-ს, ამერიკულ ”ციფერს”, ინგლისურ ”პროდრაივსა” და ”ლოლას”, რომლებსაც ადრეც არაერთხელ უაქტიურიათ ფორმულა 1-ში შესაღწევად.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონიდან, დიდი პრიზების ცირკში გამოსვლა სამმა ახალმა გუნდმა - ”ლოტუსმა”, ”ვირჯინმა” და ”ისპანიამ” დაიწყო. ისინი ”ძველებს” საგრძნობლად ჩამორჩებიან და ჯერ ერთი ქულაც არ აუღიათ. ამის გამო, ბევრი თვლის, რომ მათი დაშვება შეცდომა იყო...

No comments:

Post a Comment