ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 17, 2010

”ლოტუსი” შეიძლება ”ტოიოტას” პარტნიორი გახდეს

Lotus F1 to Partner Toyota in 2011?

16 სექტემბერი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის სინგაპურული ეტაპი, ყველაფერთან ერთად, იმითაც იქნება საინტერესო, რომ მისი მსვლელობისას, ზოგიერთი გუნდი განცხადების გამოქვეყნებას აპირებს. ამ მხრივ კი ყველაზე საინტერესო ”ლოტუსის” პროგრამა იქნება.

თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ინგლისურ-მალაიზიური საჯინიბო ორივე პილოტს - იტალიელ იარნო ტრულისა და ფინელ ჰეიკი კოვალაინენს დაიტოვებს. უფრო სიმბოლური ამბავი ისაა, რომ ”ლოტუს F1 ტიმ-ის” ნაცვლად, მას ისტორიული სახელი - ”ტიმ ლოტუს” დაუბრუნდება. დაბოლოს, ყველაზე მთავარი და სენსაციური ინფორმაცია, რომელმაც უშუალოდ ”ლოტუსის” თანამშრომლებისგან გაჟონა, ისაა, რომ შესაძლოა, მომავალ სეზონში გუნდმა ”რენოს” კი არა, ”ტოიოტას” ძრავებით იასპარეზოს.

სულ ახლახანს, ნორფოლკელებმა გამოაცხადეს, რომ ამ სეზონის შემდეგ, ისინი ინგლისურ ”კოსუორტთან” ძრავების კონტრაქტს შეწყვეტენ - ამის შესახებ, ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე, კულუარებში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ”ლოტუსი” ”რენოს” ძრავებს, კოლოფებს და ტრანსმისიებს მიიღებდა.

მაგრამ იტალიურმა ჟურნალმა ”ავტოსპრინტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ”ლოტუსი” მომავალ სეზონში ”ტოიოტას” ძრავებზე გადავა. იმავე ინფორმაციის მიხედვით კი, ეს გარიგება ”ტოიოტას” გუნდის რამდენიმე მაღალჩინოსანის დამსახურებაა. მათ შორისაა ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი, რომელიც ერთხანს, ამავე თანამდებობაზე იაპონურ გუნდში მუშაობდა. მეორეა ”ლოტუსის” სპორტული დირექტორი დიტერ გასსი.

თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ, კულუარებში დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა” ფ1-ის აუტსაიდერ ”ისპანია რეისინგთან” აპირებდა თანამშრომლობას. მაგრამ ეს ხმები ჯერჯერობით ისევ ხმებად რჩება და არცერთ მხარეს მათზე დასტური არ გამოუცხადებია.

იტალიური ეტაპის შემდეგ, ბიბისისთან საუბარში, ”ლოტუსის” შეფმა, მალაიზიელმა ავიამაგნატმა ტონი ფერნანდესმა აღიარა, რომ მისი გუნდი რაღაც რადიკალურს გეგმავს. რომ ყველა მოლაპარაკება უკვე დასრულებულია და მათი შედეგებით თავად ძლიერ კმაყოფილია. ისღა დაგვრჩენია, სინგაპურის დიდ პრიზს დაველოდოთ, რომელიც 25-27 სექტემბერს გაიმართება.

No comments:

Post a Comment